მთავარი » 2010 » სექტემბერი » 15 » საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო
12:57 PM
საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო


საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში პირველი ზარი დაირეკა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში არაერთი სიახლეა. შემოდის ახალი საგნები: სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება და სპორტი. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების საათების რაოდენობა კი გაიზრდება.

იანვრიდან თბილისის საპილოტე სკოლებში ცეკვისა და მუსიკის გაკვეთილების ინტეგრირებული სწავლებაც დაიწყება; შეიცვლება შეფასების სისტემა. მოსწავლეები სამი კომპონენტით შეფასდებიან. ესენია: საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებები.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი ტრიმესტრების ნაცვლად, სემესტრებად დაიყოფა. პირველი სემესტრი 24 დეკემბერს დასრულდება და საშობაო არდადეგები 20 იანვრამდე იქნება.

აღდგომის თარიღის შესაბამისად, ასევე დაწესდება სააღდგომო არდადეგები. პირველი და მეთორმეტე კლასების მოსწავლეები სწავლას 20 მაისს, ხოლო დანარჩენი კლასების მოსწავლეები 15 ივნისს დაამთავრებენ. ამიერიდან სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.


























კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1067 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar