მთავარი » 2010 » სექტემბერი » 23 » პრეზიდენტი ჰარვარდის უნივერსიტეტში
2:39 PM
პრეზიდენტი ჰარვარდის უნივერსიტეტში


`საქართველოში საინვესტიციო გარემო უნიკალურია, შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და ამაში თავად დარწმუნდეთ,`- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰარვარდის კლუბში გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩასული ქვეყნების პირველი პირები ესწრებოდნენ.

`ჩვენ უნდა მივაღწიოთ წარმატებას ყველა სირთულის მიუხედავად. შეხედეთ, რა გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს ქვეყანას, რა პრობლემების წინაშე დგას და მაინც ყველაზე დიდი ზრდა ამ წელს ინვესტიციების თვალსაზრისით გვქონდა. დონალდ ტრამპმა თბილისის ცენტრში ცათამბჯენის აშენების შესახებ განაცხადა. ჩვენთან უნიკალური ატმოსფეროა. ეს იგრძნობა და სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ჩამოხვიდეთ და საკუთარი თვალით ნახოთ, რაზეც გესაუბრებით. ვიცი, ძალიან მოუცლელები ხართ, მაგრამ საქართველო არც ისე შორია, როგორც გგონიათ,`- აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა პოლიტიკურ რეიტინგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ადამიანი  ცოტათი ჭკვიანია, ამაზე არ უნდა ინერვიულოს, რადგან `ზემოთ ნელ-ნელა ადიხარ და ამ დროს მთავარია ფორმა შეინარჩუნო`.

`თუ მხოლოდ საკუთარი თავის პოპულარობაზე ზრუნავ, ეს არაფერს ნიშნავს. პოპულარობა არის საშუალება იმისა, რომ რეფორმებისთვის გამოიყენო,`- განაცხადა სააკაშვილმა.




























კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1084 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar