მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში
1:36 PM
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში


საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქუთაისში კადეტთა კორპუსის სასწავლო ცენტრი გახსნა. ახალგაზრდა ოფიცრების მოსამზადებელი ცენტრი ავტოქარხნის დასახლებაში ამოქმედდა. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო ისტორიიდან რამდენიმე მაგალითი გაიხსენა და ის ცნობილი ადამიანები ჩამოთვალა, რომლებიც სხვა ქვეყნებისა და მმართველებისთვის წირავდნენ თავს და მათთვის გამარჯვებას მოიპოვებდნენ. პრეზიდენტმა აღნიშნა რომ ახალ თაობას ეძლევა შანსი გამოიჩინოს თავი და გახდეს საქართველოსთვის მებრძოლი.

შეგახსენებთ, რომ სწორედ პრეზიდენტის ინიციატივით აღდგა კადეტთა კორპუსი, სადაც მე-9-მე-10 კლასის მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ ზოგად განათლებასთან ერთად სამხედრო სწავლებაც გაიარონ.

მიმდინარე წელს ქუთაისში 300 კადეტი მომზადდება, რომლებიც სამწლიანი კურსის შემდეგ საშუალო განათლების ატესტატთან ერთად სამხედრო კურსდამთავრებულის სერტიფიკატებს მიიღებენ.









კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1158 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar