მთავარი » 2010 » ნოემბერი » 10 » EXCLUSIVE - OnlineNews.Ge: დიმიტრი შაშკინი - გამოცდებს ყველა მეთორმეტე კლასელი ჩააბარებს
1:38 PM
EXCLUSIVE - OnlineNews.Ge: დიმიტრი შაშკინი - გამოცდებს ყველა მეთორმეტე კლასელი ჩააბარებს
 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრი დიმიტრი შაშკინი საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებულ პროტესტს  უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც დიმიტრი შაშკინმა onlinenews.ge-ის ექსკლუზიურად განუცხადა, 2010-2011 სასწავლო წლის დასასრულს საატესტატო გამოცდები  საქართველოს ყველა სკოლაში ჩატარდება და ეს  გარდაუვალი პროცესია.
მინისტრის თქმით, სამინისტროს მიერ ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ საატესტატო გამოცდებს მოსწავლეთა 95% ეთანხმება: ”იმისათვის, რომ მოსწავლეებმა სკოლაში სათანადო განათლება მიიღონ,  უნდა მივეჩვიოთ, რომ გამოცდებს ყველა XII კლასელი  ჩააბარებს. გამოცდები ტარდება იმისთვის, რომ განათლების ხარისხი ამაღლდეს და  ამაში საშიში არაფერი არ არის. ძალიან სამწუხარო და მიუღებელია, რომ  მოსწავლეებზე გავლენას ახდენენ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიები. როგორც ჩანს, ზოგიერთმა ამოწურა პოლიტიკური რესურსი და ცდილობს ქულები XII კლასელების ხარჯზე დაიწეროს ”.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დარწმუნებულია, რომ აქციაში მონაწილე მოსწავლეები პროტესტს  შეწყვეტენ და დროს გამოცდების მომზადებას დაუთმობენ.


















კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1128 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar