8:52 AM სააკაშვილი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა | |
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მან განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. მან აზროვნებისა და მენტალიტეტის შეცვლის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნაში ჯერ კიდევ შემორჩენილია პარტიკულარულ-ნომენკლატურულ-ფეოდალური აზროვნება და საზოგადოების ამოცანა უნდა იყოს ამ აზროვნების დამარცხება, რადგან ასეთი აზროვნება ნიშნავს საკუთარი ინტერესების სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებზე მაღლა დაყენებას. სააკაშვილმა განათლების დონის ამაღლებისა და ეროვნული უმცირესობეინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან სტუდენტებს და მთლიანად საზოგადოებას მოუწოდა, იზრუნონ ძველ კულტურულ ტრადიციებზე დაყრდნობით ყველა სფეროს, მათ შორის ქართული სამზარეულოს გათანამედროვებაზე, რათა საქართველომ ახალ მსოფლიო დონის გამოწვევებს უპასუხოს. საკაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უფროსკლასელები სკოლებში აღარ დადიან იმიტომ, რომ პრაქტიკულად უნივერსიტეტში ჩასაბარებლად სკოლაში სიარული, გარდა იმ ოთხი საგნისა, აუცილებელი აღარ არის. `ეს არის ერთ-ერთი მძიმე რამ, რაც ბოლო პერიოდში მოხდა,` -განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, გამოსავალი არის ის, რასაც ამჟამად განათლების სამინისტრო აკეთებს. ეს არის გამკაცრება, ჟურნალების შემოღება, სტიმულების შემოღება, წახალისება, ოლიმპიადების შემოღება, ოქროს და ვერცხლის მედლების დაბრუნება. სააკაშვილმა ოპოზიციაში გადასული ყოფილი ჩინოსნების შესახებაც ისაუბრა. `იმ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, რომლებსაც თავის დროზე მთავრობაში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ, შემდეგ კი პოსტებიდან მოხსნეს, გეგონება, გამოცვალეს. დღეს ისინი მტრის ინტერესების სასარგებლოდ გამოდიან და ზოგიერთ შემთხვევაში მათი სიტყვებითაც კი საუბრობენ,` - განაცხადა მან. პრეზიდენტმა ქვეყანაში სამხედრო პატრიოტული აღზრდის გაძლიერების აუცილებლობაზეც ისაუბრა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ახალგაზრდები აღიზრდებიან კადეტთა კორპუსში და პროფესიონალ ოფიცრებად ჩამოყალიბდებიან. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |