მთავარი » 2010 » ნოემბერი » 10 » მსოფლიო მეცნიერების დღეს აღნიშნავს
12:26 PM
მსოფლიო მეცნიერების დღეს აღნიშნავს



10 ნოემბერს მსოფლიო მეცნიერების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით,  ცნობილი ქართველი მეცნიერები იმ საჯარო სკოლებს ეწვივნენ, სადაც სამინისტროს ინიცირებული პროგრამის ,,აინშტაინის’’ ფარგლებში საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებია მოწყობილი. მეცნიერებმა მოსწავლეებთან ერთად ცდები ჩაატარეს, აწარმოეს კვლევა და სხვა პრაქტიკული სამუშაოები.
დღესვე, პროგრამა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  თბილისის 23-ე საჯარო სკოლას ახალი ლაბორატორია გადასცა. ახალგაზრდა მეცნიერმა ბიოლოგმა ეკა ბაკურაძემ  კი ახლადმოწყობილ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ლაბორატორიაში  მოსწავლეებთან ერთად პრაქტიკული გაკვეთილი ჩაატარა.
სამინისტრო მოზარდებში მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, მთელ რიგ ღონისძიებებს ახორციელებს - წარმატებით მიმდინარეობს საბუნებისმეტყველო  ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის პროცესი. თანამედროვე ხელსაწყოები და აპარატურა  მოსწავლეებს ეხმარება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების გაძლირებულად სწავლაში. მოზარდები ატარებენ ცდებს, აწარმოებენ კვლევას და სხვა პრაქტიკულ სამუშაოებს. სწავლების პროცესში პედაგოგები აქტიურად იყენებენ ვირტუალურ ლაბორატორიებსაც.
ახალგაზრდა და მოზარდი თაობის სამეცნიერო კარიერით დაინტერესების მიზნით,  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში დაგეგმილია ცნობილი მეცნიერების სამეცნიერო-პოპულარული ლექციების ორგანიზება, მეცნიერთა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით კონკურსის საფუძველზე კვლევების დაფინანსება, სამეცნიერო-პოპულარული ფილმებისა და პუბლიკაციების მომზადებისა და ტირაჟირების ხელშეწყობა.
ყველა ამ ღონისძიების გატარებით სამინისტრო უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში,  თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების შესახებ  ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართვას სამეცნიერო კვლევებში,  მოსწავლეებში მკვლევარისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. ყველა ამ მიზნის განსახორციელებლად, 2010-2011 სასწავლო წლისთვის პროგრამა ,,აინშტაინის’’ მიხედვით ყველა საჯარო სკოლაში  საბუნებისმეტყველო საგნების ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის კაბინეტებში სასწავლო ლაბორატორიები ეტაპობრივად მოეწყობა.





















კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1154 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar