მთავარი » 2010 » ნოემბერი » 12 » კოკა სეფერთელაძე მეთორმეტეკლასელთა აბიტურის საათს დაესწრო
2:04 PM
კოკა სეფერთელაძე მეთორმეტეკლასელთა აბიტურის საათს დაესწრო



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის №1 საჯარო სკოლის  მეთორმეტეკლასელთა  ფიზიკის  აბიტურის საათის მიმდინარეობას  გაეცნო და მოსწავლეებს იმ ახალ, ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელზე ესაუბრა, რომლითაც საატესტატო გამოცდები საქართველოში პირველად ჩატარდება. აკაკი სეფერთელაძემ მომავალ საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებულ მოსწავლეთა შეკითხვებსაც უპასუხა.
2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდების შემოღებასთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-12 კლასისთვის განკუთვნილ საათობრივ ბადეში  ე.წ. ”აბიტურის საათები” გამოიყო. აბიტურის საათი ეროვნული სასწავლო გეგმითაა გათვალისწინებული და იგი განვლილი მასალის გამეორებას ეთმობა.
აბიტურის საათები ყველა იმ საგნისთვის არის გათვალისწინებული, რომელშიც ჩატარდება საატესტატო გამოცდა. ეს საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის - ქართული, როგორც მეორე ენა); მათემატიკა; უცხოური ენა; საქართველოს და მსოფლიო ისტორია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია.
აბიტურის საათები საშუალებას აძლევენ მოსწავლეებს მასალა, რომელზე დაფუძნებული ტესტური დავალებითაც მოუწევთ გამოცდების ჩაბარება, კიდევ ერთხელ გაიმეორონ და უკეთესად მოემზადონ საატესტატო გამოცდებისთვის. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აბიტურის საათების შემოღება იმ საგნებში, რომლის სწავლებაც მე-12 კლასის სასწავლო პროგრამით არ არის გათვალისწინებული. ეს საგნებია: გეოგრაფია, ბიოლოგია და ფიზიკა.  მნიშვნელოვანია, რომ აბიტურის საათებში მოსწავლე არ იღებს ნიშნებს. ეს გაკვეთილები   მოსწავლეს ეხმარება განვლილი საკითხების გამეორებაში.
პირველად საქართველოში საატესტატო გამოცდები ჩატარდება კომპიუტერის მეშვეობით,  ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით.  თითოეულ საგანში გამოცდა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება.


































კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1173 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar