მთავარი » 2010 » სექტემბერი » 30 » თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში შაშკინის ფოტო დაკიდეს
2:53 PM
თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში შაშკინის ფოტო დაკიდეს



გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში ჩიტაძის #9-ში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის ფოტო დაკიდეს.

ამ საკითხით დავინტერესდით და და 47-ე საჯარო სკოლას რამდენჯერმე ვესტუმრეთ, საიდანაც ურთიერთგამომრიცხავი პასუხით გამოგვისტუმრეს. პირველად გვითხეს, არ ჩამოგვიკიდიაო, მეორედ, - ჩამოკიდებული გვქონდა და ჩამოვხსენითო. თუმცა სკოლის შენობაში არ შეგვიშვეს... მესამედ სტუმრობისას, სკოლაში, როგორც იქნა, შეგვიშვეს... მაგრამ ფოტო ვერსად ვნახეთ.

როგორც ჩანს, "ცოდნის მინისტრის" ფოტო ან მართლა ჩამოხსნეს, ან "ავ თვალს არ ანახვებენ" და მარტო ტკბებიან მისი ცქერით. არადა, შაშკინის ფოტო 47-ე საჯარო სკოლის კედელს რომ ამშვენებდა, ამის შესახებ პირველად სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ბატონმა ელიზბარ ჯაველიძემ განაცხადა და ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბარშიც დაადასტურა:

"47-ე საჯარო სკოლაში ჩემი თვალით ვნახე შაშკინის უზარმაზარი ფოტო, კედელზე ჩამოკიდებული, დაახლოებით ერთი კვირის წინ".

P.S. ისე, საინტერესოა, სად ეკიდა შაშკინის ფოტო, სკოლის კედელზე - ილიასა და რუსთაველის გვერდით თუ ცალკე იწონებდა თავს?

ანა ჟვანია

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)



























კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1274 | დაამატა: allfile | ტეგები: swavla, შაშკინი, stsavla, shashkini, scavla, ganatleba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar