მთავარი » მედიცინა
« 1 2 3 4 ... 6 7 »
დისლექსია / δυσλέξις / dyslexia
დისლექსია (ბერძნ. δυσ „დის" — დასუსტებული; λέξις „ლექსის" — სიტყვა)
განისაზღვრება, როგორც დასწავლის უუნარობა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


სამედიცინო ვიდეოები
სამედიცინო ვიდეოები

ვიდეოების სანახავად შებრძანდით სრულიადში ...



by:allfile


ნუ გაართულებთ ჩვეულებრივ შეკრულობას
კუჭში შეკრულობა – დელიკატური და ამავდროულად მეტად გავრცელებული პრობლემაა. როგორ ვებრძოლოთ მას?
დეფეკაცია მეტად ნიშვნელოვანი აქტია, ვინაიდან ნაწლავების რეგულარულ დაცლაზე დამოკიდებულია ჩვენი გუნება–განწყობილება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ დროს ორგანიზმში გამომუშავდება განსაკუთრებული ნივთიერებები – ენდორფინები, ე.წ. ბედნიერების ჰორმონები.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ხალხური საშუალებები გრიპისა და გაციების წინააღმდეგ
დადგა წელიწადის ის დრო, როცა გაციებისა და გრიპით დასნებოვნების რისკი იზრდება. მართალია, გრიპით დასნებოვნების შემთხვევაში, პირველ რიგში, ექიმს უნდა მიმართოთ, მაგრამ ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობასთან ერთად
შეიძლება გამოიყენოთ ხალხური მეთოდებიც

სხვადასხვა ხალხური მეთოდი იხილეთ სრულაიდში ...




by:allfile


ნიახურის ფესვები - მარადიული ახალგაზრდობის საწინდარი
სხვადასხვა ბოსტნეულისგან დამზადებული და ათასნაირი მწვანილით მორთული სალათები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რადგან ვიტამინების მთელ ასორტს შეიცავს, მაგრამ ნიახურის ძირებს კერძების შესაკაზმავად ყველა როდი იყენებს. ჩვენ კი გირჩევთ: ხშირად გამოიყენეთ კერძებში ნიახურის ძირები. ეს მათ არაჩვეულებრივ გემოსაც შესძენს და თან თქვენს ჯანმრთელობასაც არგებს.ნიახური ოხრახუშის "ახლო ნათესავია", თუმცა ბოსტანში ისინი სხვადასხვა გზით მოხვდნენ: ოხრახუში - მთიდან, ნიახური კი - ჭაობიდან. ამასთან, ნიახურს კარგა ხანი დასჭირდა, სანამ ბოსტნეულის რიგში დაიმკვიდრებდა ადგილს. შუა საუკუნეებში ის ერთ-ერთ სერიოზულ სამკურნალო მცენარეულ საშუალებად მიიჩნეოდა. ნიახურით მკურნალობდნენ სიყვითლეს, პოდაგრას, რევმატიზმს, სისხლნაკლულობას, თირკმლების დაავადებებს. თურმე ცნობილ მოგზაურს ჯეიმს კუკს ექსპედიციებში ყოველთვის მიჰქონდა ნიახური და სწორედ მისი წყალობით გადაურჩა სურავანდს.ნიახური ეთერზეთებს, მინერალურ ნივთიერებებს, მჟავებს, ც, ბ, პპ და წყლულის საწინააღმდეგო ვიტამინ უ-ს შეიცავს. ნიახური დღესაც ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინასა და კულინარიაში.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


10 წამი სტრესთან გასამკლავებლად
ბოლო პერიოდში სიტყვა "სტრესი" მყარად დამკვიდრდა ჩვენს ყოველდღიურობაში.
 როგორ მოვერიოთ მას? გთავაზობთ სტრესის დასაძლევ რამდენიმე
მარტივ და ეფექტიან საშუალებას.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ბავშვთა ცერებრული დამბლა - მკურნალობის მეთოდები
მედიცინა საკმაოდ სწრაფად ვითარდება, თუმცა არის დაავადებები, რომლებსაც ექიმები ვერ კურნავენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება ბავშვთა ცერებრული დამბლა. რა იწვევს ამ დაავადებას, როგორ ვლინდება და როგორია მკურნალობის მეთოდიკა?
 გვიპასუხებს ნევროლოგი ირმა ხვინგია:

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ბრაზილიაში ბებიამ შვილიშვილი გააჩინა
ბრაზილიაში 60 წლის ქალი საკუთარი შვილიშვილის სუროგატი დედა გახდა. ბრაზილიის კანონმდებლობის თანახმად, სუროგატი დედა შეიძლება იყოს ბავშვის ერთ-ერთი მშობლის სისხლისმიერი ნათესავი.

ფეხმძიმობის პერიოდში მომავალი ბებია და დედა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ახალშობილი ალისი ქვეყანას საკეისრო კვეთის წყალობით მოევლინა და ახლა თავს კარგად გრძნობს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ჰიპერტონია / hipertonia
ჰიპერტონია - არტერიული წნევის მომატება. ამ ქრონიკულ დაავადებას იწვევს არასწორი კვება, უმოძრაობა, ალკოჰოლი, სიგარეტი, სტრესები, ნერვული დაძაბულობა.

ჰიპერტონიით დაავადებულმა ადამიანმა აუცილებელია დაიცვას დიეტა. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი (ქოლესტერინით მდიდარი), მლაშე, ტკბილი საკვები. ახალი პური უნდა შეიცვალოს ბრინჯითა და ორცხობილათი. იკრძალება აგრეთვე ღორის, ცხვრის ხორცი, ძროხის მსუქანი ხორცი, ქათმის ხორცის კანი და სხვა.
სასარგებლოა: ხაჭო, რძე, კვერცხის ცილა, კომბოსტო და სხვა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


დიათეზი/ diatezi
ალერგიისადმი მიდრეკილება, ალერგიული რეაქციები და დაავადებები დღეისათვის ძალიან გახშირდა, განსაკუთრებით კონსტიტუციური ანომალიის ფონზე, რომელსაც ექსუდაციური (ალერგიული) დიათეზი ეწოდება. იგი დაბადებიდანვე ვლინდება (ვაჟებში 2-ჯერ უფრო ხშირია), მაქსიმალურ გამოვლინებას აღწევს 3-6 თვის ასაკში, 1-წლისათვის კი მეტ-ნაკლებად კლებულობს. ექსუდაციური დიათეზის მოვლენები მოზრდილებშიც კი სავსებით არ ქრება, რაც მთავარია, პოტენციურად რჩება ალერგიისადმი განწყობა. მემკვიდრეობის როლი ექსუდიციური დიათეზის განვითარებაში ეჭვს არ იწვევს. ამის სასარგებლოდ მეტყველელბს მშობლებსა და ახლო ნათესავებში ალერგიული გამოვლინებების (ალერგიული სურდო, გამონაყარი, კვერცხის, ციტრუსების, წამლების აუტანლობა და ა.შ. ) და დაავადებების (ბრონქული ასთმა) სიხშირე. მემკვიდრეობით გადმოცემული ალერგიული წინასწარ განწყობის რეალიზაციას ხელს უწყობს ორსულობის პერიოდში ნახშირწყლების გადაჭარბებული მიღება, ცილის დეფიციტი, მედიკამენტებით მკურნალობა, რაც ორსულ ქალს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმის მითითებით უნდა დაენიშნოს. დღევანდელი მონაცემებით, დედისა და ბავშვის სისხლით შეუთავდებლობისას, განსაკუთრებით როდესაც დედა 0(I), ხოლო შვილი სხვა რომელიმე ჯგუფისაა, ბავშვი იბადება ალერგიისადმი წინასწარ განწყობილი, ამიტომაც ასეთი ბავშვები ავლენენ ალერგიულ რეაქციებს ძროხის რძის, მისგან დამზადებული ნარევების, წამლების, სისხლის, პლაზმის გადასხმისა და პროფილაქტიკური აცრების მიმართ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


menstruacia / მენსტრუაცია
მენსტრუაციული ციკლი ქალებში იწყება 11-15 წლის ასაკში და გრძელდება
45-55 წლამდე.
მენსტრუაციული ციკლი ნორმალურად ითვლება, თუ არ არის 20 დღეზე ნაკლები და 35 დღეზე მეტი. მენტრუაცია არ უნდა გრძელდებოდეს 2-7 დღეზე მეტ ხანს. სისხლის დანაკარგი არ უნდა იყოს 50 მლ-ზე ნაკლები და 150 მლ-ზე მეტი.
ჯანმრთელი ქალი მენსტრუაციის დროს არ უნდა გრძნობდეს ტკივილს და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის შეცვლას.

დარღვევად ითვლება მენსტრუაციის შეწყვეტა, იშვიათი, უხვი სისხლდენა, ხანგრძლივი, მტკივნეული მენსტრუაცია.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ფრთხილად - ბოტულიზმი!
ზაფხულში დიასახლისები ხილისა და ბოსტნეულისგან კონსერვებს ამზადებენ, ზამთრისათვის. მაგრამ ვიდრე დაკონსერვებულ პროდუქტებს მიირთმევდეთ, კარგად დაფიქრდით, სათანადოდ თუ დაიცავით მათი მომზადებისას ყველა სანიტარიული ნორმა, რადგან ელემენტარული სანიტარიული ნორმის დაღვევამ შესაძლოა საფრთხე შეგიქმნათ თქვენც და თქვენი ოჯახის წევრებსაც.

 გვესაუბრება ექიმი ინფექციონისტი ეკა გორგოშიძე:

- შინ დამზადებული კონსერვები ძალიან გემრიელია და საზამთროდ ერთგვარი მარაგიც არის, მაგრამ მათი დამზადებისას იმ ელემენტარული წესების დაცვაა აუცილებელი, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა უფრო უკეთ იცოდნენ, ვიდრე ჩვენ.

ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო დაავადება, რომელიც არასწორად მომზადებულმა კონსერვმა შეიძლება გამოიწვიოს, ბოტულიზმია, რომელიც ორგანიზმის ინტოქსიკაციას იწვევს და ნერვულ სისტემას აზიანებს. ის ოფთალმოპლეგიური (თვალის კუნთების დამბლა) და ბულბური (ყლაპვისა და სუნთქვის დარღვევა) სინდრომებით გამოვლინდება.

დანარჩენი ინფორმაცია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ბრიტანელმა ქალმა ონლაინ-რეჟიმში იმშობიარა
34 წლის ფიონა სთარსთოუნმა, რომელმაც შინ ონლაინ-რეჟიმში იმშობიარა,  საკუთარ მიკრობლოგში თავისი განცდები აღწერა, რითაც მშობიარობის პროცესზე გავრცელებული მითების გაქარწყლებას შეეცადა.”ონლაინ-მშობიარობამ” 13 საათს გასტანა.

"ამაში საშინელი არაფერია. მე დავამტკიცე, რომ მშობიარობის პროცესის დროს "ტვიტერში" შეტყობინების დატოვებაც კი შეიძლება", - განაცხადა ფიონამ, რომლის პირმშოს - ოსკარის დაბადებას ბლოგზე გაწევრიანებული ასობით მხარდამჭერი გულშემატკივრობდა.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


ფრანგული დიეტა
ინტერნეტის განვითარებასთან ერთად ქსელის მომხმარებლები ხშირად უზიარებენ ერთმანეთს სხვადასხვა გამოცდილებას, მათ შორის ერთ-ერთი აქტუალური სიმსუქნესთან ბრძოლის საკითხია. ამჯერად გთავაზობთ უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ რჩევებს, რომლებიც წამყვანი დიეტოლოგების მიერაა შედგენილი.შეცვალეთ კვების რაციონი
უარი თქვით ცხიმიან, მარილიან და საფუვრიან პროდუქტებზე. სამაგიეროდ, კვების რაციონში ჩართეთ დიდი რაოდენობით ახალი ხილი და ბოსტნეული, რომლებიც მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ცილებითა და ნახშირწყლებით.

გახსოვდეთ, რომ ნახშირწყლების გადამუშავებისას იმაზე მეტი კალორია იწვება, ვიდრე ჩვენი ორგანიზმი ვახშმიდან ითვისებს. ასევე აუცილებელია დილით საუზმე, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ საღამოს ჩვეულებრივზე უფრო მეტი არ ჭამოთ, ამიტომ სასურველია, დილით ორგანიზმი კალორიებით 20 %-ით მაინც მოამარაგოთ. დილა შეგიძლიათ ხილით ან ბოსტნეულის სალათით დაიწყოთ.

ძალიან პოპულარული და სასარგებლოა სილამაზის ფრანგული სალათი, რომელიც შემდეგნაირად შეგიძლიათ მოამზადოთ: აიღეთ 3 სუფრის კოვზი შვრია, დაამატეთ მცირეოდენი ადუღებული წყალი და 1 საათის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ ერთი სუფრის კოვზი რძე ან იოგურტი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ერთი ცალი გახეხილი ვაშლი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და ლიმონის რამდენიმე წვეთი დაასხით.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile