34
წლის ფიონა სთარსთოუნმა, რომელმაც შინ ონლაინ-რეჟიმში იმშობიარა, საკუთარ
მიკრობლოგში თავისი განცდები აღწერა, რითაც მშობიარობის პროცესზე
გავრცელებული მითების გაქარწყლებას შეეცადა.”ონლაინ-მშობიარობამ” 13 საათს
გასტანა.
"ამაში საშინელი არაფერია. მე დავამტკიცე, რომ
მშობიარობის პროცესის დროს "ტვიტერში" შეტყობინების დატოვებაც კი
შეიძლება", - განაცხადა ფიონამ, რომლის პირმშოს - ოსკარის დაბადებას ბლოგზე
გაწევრიანებული ასობით მხარდამჭერი გულშემატკივრობდა.
ინტერნეტსაიტზე
მშობიარესა და გულშემატკივრებს შორის ურთიერთობა მანამ გაგრძელდა, სანამ
ქვეყნიერებას ჯანმრთელი ბიჭუნა არ მოევლინა, რომელიც სთარსთოუნების ოჯახში
მეორეა. "ტვიტერში" ბოლო დანამატი გახარებული დედისა და ახალშობილის
ფოტოსურათი იყო.