მთავარი » 2010 » სექტემბერი » 26 » ჰიპერტონია / hipertonia
2:50 PM
ჰიპერტონია / hipertonia



ჰიპერტონია - არტერიული წნევის მომატება. ამ ქრონიკულ დაავადებას იწვევს არასწორი კვება, უმოძრაობა, ალკოჰოლი, სიგარეტი, სტრესები, ნერვული დაძაბულობა.

ჰიპერტონიით დაავადებულმა ადამიანმა აუცილებელია დაიცვას დიეტა. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი (ქოლესტერინით მდიდარი), მლაშე, ტკბილი საკვები. ახალი პური უნდა შეიცვალოს ბრინჯითა და ორცხობილათი. იკრძალება აგრეთვე ღორის, ცხვრის ხორცი, ძროხის მსუქანი ხორცი, ქათმის ხორცის კანი და სხვა.
სასარგებლოა: ხაჭო, რძე, კვერცხის ცილა, კომბოსტო და სხვა.

ჰიპერტონიის მკურნალობა


კ ო ქ ტ ე ი ლ ი   ჰ ი პ ე რ ტ ო ნ ი კ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს
იღებენ 2 ჭიქა ჭარხლის წვენს, 250 გ თაფლს, 1 ცალ ლიმონს, 1 ჭიქა არაყს, ურევენ ერთმანეთში და ინახავენ მინის ქილით მაცივარში.
მიღება: 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე.

კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი
ყოველდღიურად სვამენ 1-2 ჩაის ჭიქა კარტოფილის ნახარშს. ეს საშუალება არეგულირებს არტერიულ წნევას.

ხ ა ხ ვ ი
3 კგ ხახვის წვენს ურევენ 500 გრ თაფლს, უმატებენ 25 ცალ დაფქვილ კაკლის უღელს (ტიხარი ლებნებს შორის). ასხამენ 0,5 ლ არაყს. აჩერებენ 10 დღე.
მიღება: 1 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში.

ნ ი ო რ ი
2 თავ ნიორს ასუფთავებენ, ასხამენ 250 მლ არაყს. აჩერებენ 12 დღე.
მიღება: 20 წვეთი დღეში 3-ჯერ 15 წუთით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი 3 კვირაა.

ნ ი ო რ ი   დ ა   ლ ი მ ო ნ ი
3 თავ ნიორს და 3 ცალ ლიმონს ხეხავენ. ასხამენ 1,25 ლ მდუღარე წყალს. მჭიდროდ ახურებენ და მინის ქილით დგამენ სითბოში 1 დღე-ღამე. პერიოდულად ურევენ. შემდეგ წურავენ.
მიღება: 1 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ს ი მ ი ნ დ ი ს   ფ ქ ვ ი ლ ი
ჭიქაში ყრიან 1 სუფრის კოვზ სიმინდის ფქვილს, ასხამენ ცხელ ნადუღ წყალს ჭიქის შევსებამდე. აჩერებენ მთელი ღამე. დილით სვამენ მხოლოდ სითხეს (ფრთხილად გადაწურავენ).

ფ ი თ რ ი
ფითრის ყლორტებს ათავსებენ ემალის ჭურჭელში, ასხამენ წყალსა და ხარშავენ 3-4 სთ.
მიღება: 50 მლ დღეში 2-ჯერ ჭამის წინ. ეს საშუალება აქვეითებს მადას, ამშვიდებს და არეგულირებს წნევას. განსაკუთრებით სასარგებლოა კუნელის ხეზე მოზარდი ფითრი.

კ უ ნ ე ლ ი
100 გრ წითელ კუნელს ასხამენ 2 ჭიქა ცივ წყალს (საღამოს), დილით წამოადუღებენ. ღებულობენ დღეში 3-ჯერ 1/2 ჩაის ჭიქას.

შ ა ვ ბ ა ლ ა ხ ა
1 სუფრის კოვზ შავბალახას ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 3 სთ და ღებულობენ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე.

ჰიპერტონიის დროს გამოიყენება აგრეთვე ძიძო (სპაზმების მოსახსნელად), ბარამბო, პიტნა, კუნელის ყვავილი.






























კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1251 | დაამატა: allfile | ტეგები: hipertonia, ჰიპერტონია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar