მთავარი » მედიცინა
« 1 2 3 4 5 6 7 »
როგორ დავძლიოთ უძილობა
ალბათ, ხშირად გსმენიათ ფრაზა: "თავი მისკდება, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს". უძილობასთან ბრძოლის უამრავი საშუალება არსებობს: თბილი აბაზანა ძილის წინ, თვალდახუჭული თვლა, - თუმცა ეს მეთოდები ყველას როდი შველის. როგორ დავძლიოთ ჩვენი დროის ეს მტკივნეული პრობლემა? ამ კითხვაზე ნევროლოგი 
ლია ივანიძე გვიპასუხებს:

- თუ ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში დაწოლიდან 15-20 წუთის შემდეგ ვერ იძინებს, მიიჩნევა, რომ ძილის დარღვევა აქვს. უძილობა ხალხს ძველადაც აწუხებდა, მაგრამ თანამედროვე საზოგადოებისთვის ის უდიდეს პრობლემად იქცა.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


ტაბუდადებული თემა - ფსიქიკური აშლილობები
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ საზოგადოების ემოციური ფონი საკმაოდ მძიმეა და ეს ქუჩაში გამვლელებზე დაკვირვებითაც შესამჩნევია. სტრესი, დაძაბულობა, აგრესია -  ემოციების ამგვარ გამოვლინებას ხშირად ვხვდებით ბავშვებში, მოზარდებში, ზრდასრულ ადამიანებსა და ხანდაზმულებშიც კი. ზოგი ამას მძიმე სოციალურ მდგომარეობას უკავშირებს, ფსიქოლოგები კი ქცევის პათოლოგიის მიზეზებს უფრო ღრმად ეძებენ.  

მალხაზ დავითაშვილი, ფსიქოლოგი: "ფსიქიკური არამდგრადობის მიზეზები ნებისმიერ ადამიანში ბავშვობიდან იღებს სათავეს. ადამიანების უმეტესობა გარკვეულ ფსიქიკურ ტრავმას 6 წლამდე ასაკში იღებს, მაშინ, როდესაც ადამიანის ფსიქიკა ყალიბდება. 

ნებისმიერი ადამიანის ცნობიერება მიმართულია სურვილის დაკმაყოფილებისაკენ, ამიტომ, როდესაც  "მინდა"-ს უპირისპირდება "არ შეიძლება", შედეგად ყალიბდება პათოლოგიური განწყობა და უკვე ზრადსრულ ასაკში სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობით ვლინდება. მათ შორის გვხვდება სოციოფობიები, ფსიქოსომატური დარღვევები და სხვ.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


სინჯარის ბავშვები ანუ რატომ გაიზარდა ხელოვნური განაყოფიერების მსურველთა რიცხვი
გამონაკლისების გარდა, ალბათ ყველა ქალი ქვეცნობიერად დედაა. პატარა გოგონა თოჯინებით თამაშობს, მათ უვლის, ეფერება და თავი მის დედად წარმოუდგენია. როცა გოგონა გაიზრდება, იგი რეალურ შვილზე ოცნებობს. ოჯახის შექმნით, ამ ოცნებამდე ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმული აქვს, მაგრამ ზოგ ქალს უმართლებს და დედა ხდება, ზოგიც კი წლების განმავლობაში ელოდება ამ ოცნების ახდენას. როცა მოლოდინი ამოიწურება, მაშინ ქალების უმრავლესობა მედიცინას მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ამ ფაქტს არ მიესალმება, ქალი ხომ დედობისთვისაა გაჩენილი და ისიც ამისთვის ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის ხელოვნურ განაყოფიერებაზეც კი... რასაკვირველია, ჩემი დღევანდელი რესპონდენტების ანონიმურობა დაცულია.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


უნაყოფობის მიზეზი - სტრესი
ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ უნაყოფობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ზედმეტი დაძაბულობა და შფოთვაა. თურმე ქალებს, რომლებიც ბევრს ნერვიულობენ,ბუნებრივი ჩასახვის 12%-ით ნაკლები ალბათობა აქვთ, ვიდრე მათ, ვინც სიმშვიდეს ინარჩუნებს.

თუმცა მეცნიერთა მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს ჰიპოთეზა მხოლოდ 35 წელს გადაცილებულ ქალებზე ვრცელდება, რომლებსაც დაორსულების
შანსი ისედაც მცირე აქვთ.

გამოკვლევაში, რომელიც ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალურმა ინსტიტუტმა ჩაატრა 18-დან 40 წლამდე ასაკის 24 ქალი მონაწილეობდა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შფოთვის ჰორმონი ფალოპის მილებში სისხლის მიწოდებას აფერხებს, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს საკვერცხეებში სპერმატოზოიდების მოძრაობას.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


ნაღველ - კენჭოვანი დავაადებები
ნაღველი გამომუშავდება ღვიძლში. იგი რთული შემადგენლობისაა: შეიცავს ნაღვლის მჟავსას, ქოლესტერინს და სხვა ნივთიერებებს. ფერს აძლევს პიგმენტი ბილირუბინი. ნაღველი ბუშტში გროვდება და შემდეგ საჭიროებისას ნაღვლის საერთო სადინარით თორმეტგოჯა ნაწლავში ჩაედინება, სადაც მონაწილეობს საჭმლის მონელებაში, ქმნის შესაფერის ქიმიურ არეს ცხიმის დამშლელი ფერმენტის ლიპაზის მოქმედებისათვის.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


ჩუტყვავილა
ჩუტყვავილა ბავშვთა ასაკის მწვავე ვირუსული დაავადებაა. ავადმყოფი ადამიანი ვირუსს გამოყოფს ხველის, ცემინების დროს და დაავადების დაწყებიდან 9-10 დღის განმავლობაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს. ვირუსი გარემოში უმალვე იღუპება, ამიტომ ავადმყოფის ნივთიებით და მესამე პირით ინფექცია არ ვრცელდება. ჩუტყვავილის გადატანის შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი და განმეორებითი დაავადებების შემთხვევები არ გვხვდება.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


ქოლეცისტიტი
ქოლეცისტიტი - ნაღვლის ბუშტის ანთება. ეს დაავადება შეიძლება
გამოიწვიოს
არასწორმა კვებამ, ზედმეტმა საკვებმა,
უმოძრაო ცხოვრების წესმა,
შეკრულობამ, ინფექცია და ა.შ.

ვრცელი მასალა იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ფაღარათი (კუჭაშლილობა)
ფაღარათი - კუჭში ხშირი გასვლა, შეიძლება გამოიწვიოს შიშმა, ღელვამ, უხეშმა და უხარისხო საკვებმა. ამ დაავადების დროს ნაწლავის თხევადი შიგთავსი გადაადგილდება სწრაფად და ვერ ასწრებს სითხე სისხლში გადასვლას.

ფაღარათის მკურნალობა ხალხური საშუალებებით იხილეთ სრულიადში...



by:allfile


დოქტორი თენგიზ ტყებუჩავა - "დროა, საქართველოშიც დაინერგოს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიები"
დოქტორი თენგიზ ტყებუჩავა - "დროა, საქართველოშიც დაინერგოს
მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიები"

ინფორმაციისდოქტორი თენგიზ ტყებუჩავა საქართველოდან დაახლოებით 30 წლის წინ წავიდა. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მოსკოვის ბაკულევის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში მუშაობდა და იქვე დაიცვა დისერტაციაც. 1989 წელს მიიწვიეს შვეიცარიაში - ციურიხის უნივერსიტეტის კარდიოქირურგიის კლინიკაში, სადაც მუშაობდა თანდაყოლილ და შეძენილ გულის პათოლოგიებსა და გულის გადანერგვაზე. შემდეგ მუშაობა დაიწყო ლონდონის იმპერიალკოლეჯის გულისა და ფილტვების ნაციონალურ ინსტიტუტში. 1997 წელს გადავიდა აშშ-ში, ბოსტონში, სადაც ტაფტის უნივერსიტეტში მიიღო პროფესორის წოდება. დოქტორმა ტყებუჩავამ თავისი გამოგონილი ტექნოლოგიების დასანერგად რამდენიმე წლის წინ დააარსა კომპანია Boston Transtec, რომლის პრეზიდენტიც თვითონ არის. ბატონი თენგიზ ტყებუჩავა, რომელიც ბოსტონიდან დაგვიკავშირდა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება.

სრული ვერსიის  სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


შემოდგომის დეპრესია და მასთან ბრძოლის მეთოდები
 შემოდგომის დეპრესია და მასთან ბრძოლის მეთოდები

ზაფხულმა უცებ გაირბინა, შემოდგომა დადგა, შვებულებების სეზონი გავიდა... თითქოს სევდიანმა განწყობილებამ დაისადგურა და ირგვლივ მხოლოდ მოწყენილობაა. წინ კი ასეთი ცივი და გრძელი ზამთარი გელოდება. შემოდგომის დადგომისთანავე ასე ბევრი ფიქრობს და ამის გამო დეპრესიაშიც ვარდება. ზოგიერთი ადამიანი დეპრესიას მსუბუქად უყურებს. მერე რა, თუ განწყობილება გაუფუჭდა? სინამდვილეში დეპრესია საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რომელსაც არ უნდა წაუყრუო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მდგომარეობიდან სხვის დაუხმარებლად გამოსვლა გაგიჭირდება.

ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


გლაუკომა / Glaukoma
გლაუკომის ძირითადი ნიშანია თვალისშიგა წნევის მომატება, რის გამოც მეტ-ნაკლებად ქვეითდება მხედველობა. არჩევენ პირველად, თანდაყოლილ და მეორეულ გლაუკომას.

პირველადი გლაუკომა ორივე თვალის დაავადებაა, უვითარდებათ ხანშესულ პირებს, მის განვითარებას ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის დაავადებანი, პათოლოგიური კლიმაქსი, შაქრიანი დიაბეტი.

სრული ინფორმაცია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


ძვალსახსროვანი სისტემის მკურნალობა
ძვალსახსროვანი სისტემის მკურნალობა

ვიდეოს სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


ადენოიდიტი
ქრონიკული სურდოსა და ფარინგიტის ნიადაგზე ხდება ხახის თაღში, ცხვირის გასასვლელთან განლაეგებული ლიმფადენოიდური ქსოვილის ქრონიკული ანთება და გადიდება. იგი შეიძლება იმდენად გადიდდეს, რომ დაახშოს ცხვირ-ხახა და დააბრკოლოს ცხვირით სუნთქვა. ადენოიდი უფრო ხშირია ბავშვებში, მაგრამ სრულასაკოვნებშიც გვხვდება.
ადენოიდიან ბავშვს ცხვირით სუნთქვა უჭირს ან აღრც შეუძლია.

იგი იძულებულია პირით ისუნთქოს და მუდმივად, დღისითაც და ღამითაც ღია აქვს პირი. ცხვირიდან უხვი გამონადენი გამოიყოფა, რომელიც ხახაში ჩადის.

სრული ინფორმაცია იხილეთ სრულიადში...



by:allfile


მსოფლიოში პირველი სინჯარის ბავშვი დედა გახდა
მილიონობით ადამიანი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს 1981 წელს მსოფლიოში პირველი სინჯარის ბავშვის დაბადებას. ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ელიზაბეტ კარმა, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ემალებოდა ჟურნალისტებს, ყოველგვარი გართულების გარეშე იმშობიარა და დედა გახდა. ახალშობილი ბიჭუნა რამდენიმე დღის წინ დაიბადა, თუმცა ოჯახი ამ ფაქტს არ ამხელდა.

დანარჩენი იხილეთ სრულიადში...



by:allfile