მთავარი » 2010 სექტემბერი 17 » ქოლეცისტიტი
6:02 PM ქოლეცისტიტი | |
ქოლეცისტიტი - ნაღვლის ბუშტის ანთება. ეს დაავადება შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა კვებამ, ზედმეტმა საკვებმა, უმოძრაო ცხოვრების წესმა, შეკრულობამ, ინფექციამ და ა.შ. ს ი მ ი ნ დ ი ს უ ლ ვ ა შ ი 1 სუფრის კოვზ სიმინდის ულვაშს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 2 სთ. შემდეგ წურავენ. მიღება: 1 სუფრის კოვზი ყოველ 3 საათში. თ ა ვ შ ა ვ ა 1 ჩაის კოვზ თავშავას ბალახს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 2 სთ. მიღება: 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. ფ ა რ ს მ ა ნ დ უ კ ი 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფარსმანდუკს ხარშავენ 1 ჭიქა მდუღარეში 5 წთ. აჩერებენ 1 სთ. შემდეგ წურავენ. მიღება: 1/4 ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე. დ ა ფ ნ ი ს ზ ე თ ი იღებენ 200 გრ მცენარეულ ზეთს (უკეთესია ზეითუნის), ასხამენ 30 ცალ დაფნის დაქუცმაცებულ ფოთლებს, აჩერებენ 3-6 დღე. შემდეგ წურავენ. ღებულობენ ქრონიკული ქოლეცისტიტისა და ნაღველკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ. მიღება: 10-15 წვეთი რძით ან ჩაით 2-3-ჯერ დღეში. ქოლეცისტიტის სამკურნალოა აგრეთვე: მრავალძარღვა, კოწახურის ნაყოფი, ქრისტესისხლა, კრაზანა, პიტნა, ბაბუაწვერას ყვავილები, ულეწელა (ვარდკაჭაჭა) და სხვა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |