მთავარი » 2010 » სექტემბერი » 13 » მსოფლიოში პირველი სინჯარის ბავშვი დედა გახდა
11:14 AM
მსოფლიოში პირველი სინჯარის ბავშვი დედა გახდა

Ambebi.Geმილიონობით ადამიანი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს 1981 წელს მსოფლიოში პირველი სინჯარის ბავშვის დაბადებას. ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ელიზაბეტ კარმა, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ემალებოდა ჟურნალისტებს, ყოველგვარი გართულების გარეშე იმშობიარა და დედა გახდა. ახალშობილი ბიჭუნა რამდენიმე დღის წინ დაიბადა, თუმცა ოჯახი ამ ფაქტს არ ამხელდა.

მოგვიანებით, ელიზაბეტ კარმა (ამჟამად იგი მეუღლის გვარს - კომიუს ატარებს), თვითონ დაწერა წერილი საკუთარ ცხოვრებასა და ბავშვის დაბადებაზე. პუბლიკაციაში ახალგაზრდა დედამ აღნიშნა, რომ მას დაბადებიდან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდნენ პაპარაცები, თუმცა, ბავშვის გაჩენით საბოლოოდ დაამტკიცა, რომ "არაფრით განსხვავდება სხვებისგან".

ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)














კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1197 | დაამატა: allfile | ტეგები: ლიკა კერატიშვილი, ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე” | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar