მთავარი » 2010 » სექტემბერი » 18 » ჩუტყვავილა
4:18 PM
ჩუტყვავილა



ჩუტყვავილა ბავშვთა ასაკის მწვავე ვირუსული დაავადებაა. ავადმყოფი ადამიანი ვირუსს გამოყოფს ხველის, ცემინების დროს და დაავადების დაწყებიდან 9-10 დღის განმავლობაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს. ვირუსი გარემოში უმალვე იღუპება, ამიტომ ავადმყოფის ნივთიებით და მესამე პირით ინფექცია არ ვრცელდება. ჩუტყვავილის გადატანის შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი და განმეორებითი დაავადებების შემთხვევები არ გვხვდება.

ფარული პერიოდი 13-14 დღეა. დაავადება იწყება ტემპერატურის მომატებით 37,5-38o-მდე, მადის დაქვეითებით, საერთო მოდუნებით. პირველ დღესვე კანზე ჩნდება კვანძოვანი გამონაყარი, რომელიც ძლიერ სწრაფად სითხით სავსე ბუშტუკებად იქცევა. შემდეგ ეს სითხე შეიმღვრევა და ზოგჯერ ჩირქადაც იქცევა. საბოლოოდ კი შრება და ქერქად გადაიქცევა. იგი კვალს არ ტოვებს. გამონაყარი ძირითადად პირისახიდან და გულმკერდიდან იწყება, შემდეგ თავის თმიან ნაწილებშიც ჩნდება. ჩუტყვავილას გამონაყარს ტალღისებურება ახასიათებს - 2-3 დღის განმავლობაში ახალი ელემენტების გამოყრა მეორდება ხოლმე, რის გამოც კანზე ვნახულობთ სხვადასხვა სტადიის ელემენტებს: კვანძებს, ბუშტუკებს, პუსტულებს (დაჩირქებულ ბუშტუკებს) და ქერქს. ყოველი ახალი გამონაყარისას ტემპერატურა მატულობს და ავადმყოფის საერთო დგომარეობაც უარესდება.ზოგჯერ გამონაყარი პირის ღრუს, სასუნთქი გზებისა და სასქესო ორგანოების ლორწოვანებზეც ჩნდება. ჩუტყვავილა ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს და 10-12 დღეში სრული განკურნებით მთავრდება.

იშვიათად შეიძლება ჩუტყვავილამ მძიმე მიმდინარეობა მიიღოს. სხეულის ტემპერატურა 39oC-მდე აღწევს, გამონაყარი უხვია, დაჩირქება ინტენსიური, ზოგჯერ გამონაყარის ელემენტებში სისხლიც ჩაიქცევა ხოლმე. იშვიათია გართულება ფილტვების, შუა ყურისა და ტვინის ანთებით. ჩუტყვავილას მსუბუქი ფორმა წამლებით მკურნალობას არ მოითხოვს, მაგრამ საჭიროა წოლითი რეჟიმი, კანის, ფრჩხილების სისუფთავე, პირის ღრუს გამოვლება სოდიანი წყლით. გართულებული, მძიმე ფორმები საჭიროებს მკურნალობას საავადმყოფოს პირობებში.

ავადმყოფი ბინის პირობებში გამოცალკევებული უნდა იყოს 9 დღის განმავლობაში. კონტაქტში მტოფი ბავშვები, რომელთაც წინათ არ მოუხდიათ ჩუტყვავილა, ინფექციის შესაძლო წყაროს წამოადგენენ. ამიტომ ამ პერიოდში ისინი 21 დღის განმავლობაში არ უნდა დავუშვათ დაწესებულებებში.

თუ შარდში ცილა აღმოჩნდა, ხალხური მედიცინა გვირჩევს:


ა) 1 ჩაის კოვზ ოხრახუშის დაქუცმაცებულ თესლებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს და დგამენ მდუღარე წყალში 1 სთ. ამ ნაყენს ასმევენ ბავშვს 1 დღის განმავლობაში.

ბ) ოხრახუშის ფოთლებსა და ფესვებს ჭრიან. 2 სუფრის კოვზზე ასხამენ 0,5 ლ მდუღარეს და აჩერებენ შეფუთულ მდგომარეობაში 1-2 სთ. ეს არის 1 დღე-ღამის ნორმა, რომელსაც ღებულობენ დღეში რამდენჯერმე.

გ) 1 ჩაის კოვზ ოხრახუშის ფესვებს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს. ასმევენ ბავშვს სუფრის კოვზით დღეში 3-4-ჯერ.
































კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1325 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar