მთავარი » 2010 სექტემბერი 13 » ადენოიდიტი
12:28 PM ადენოიდიტი | |
ქრონიკული სურდოსა და ფარინგიტის ნიადაგზე ხდება ხახის თაღში, ცხვირის გასასვლელთან განლაეგებული ლიმფადენოიდური ქსოვილის ქრონიკული ანთება და გადიდება. იგი შეიძლება იმდენად გადიდდეს, რომ დაახშოს ცხვირ-ხახა და დააბრკოლოს ცხვირით სუნთქვა. ადენოიდი უფრო ხშირია ბავშვებში, მაგრამ სრულასაკოვნებშიც გვხვდება. ადენოიდიან ბავშვს ცხვირით სუნთქვა უჭირს ან აღრც შეუძლია. იგი იძულებულია პირით ისუნთქოს და მუდმივად, დღისითაც და ღამითაც ღია აქვს პირი. ცხვირიდან უხვი გამონადენი გამოიყოფა, რომელიც ხახაში ჩადის. ცხვირით სუნთქვის გაძნელების გამო ცხვირის ჩონჩხი საკმაოდ არ არის განვითარებული და ბავშვს გონებრივად ჩამოუყალიბებელის შესახედაობა აქვს. ცხვირ-ტუჩის ნაოჭი წაშლილია, პირი დაღებული. ეს არის ე.წ. ადენოიდური გამომეტყველება. ბავშვს ცუდად სძინავს, დღისით კი მოდუნებულია, აპათიური, თავის ტკივილს უჩივის, სწავლა უჭირს, მეხსიერება უქვეითდება, ზოგს კი სმენა აკლდება, შეიძლება ფიზიკურ განვითარებაშიც ჩამორჩეს. ხალხური მედიცინის რეცეპტები ადენოიდიტის სამკურნალოდ ზ ღ ვ ი ს წ ყ ა ლ ი ადენოიდიტის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტურია ზღვის წყლის გამოვლება. ბავშვებმაც კი უნდა ისწავლონ ცხვირიდან წყლის შესრუტვა და პირიდან გადმოღვრა. (ჯერ ერთი ნესტოთი, შემდეგ მეორით). ერთთვიანი მკურნალობა ხშირად საკმარისია. თუ არ არის ზღვის წყალი, ამზადებენ შემცვლელს: 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალს უმატებენ 1 ჩაის კოვზ მარილს და 5-7 წვეთ იოდს. პროცედურას ატარებენ დილა-საღამოს. ქ რ ი ს ტ ე ს ი ს ხ ლ ა იწვეთებენ ქრისტესისხლას წითელ წვენს დღეში 2-3-ჯერ (თითოეულ ნესტოში 3-3 წვეთი). ჭ ა რ ხ ა ლ ი 2 ნაწილ ჭარხლის ახალგამოწურულ წითელ წვენს უმატებენ 1 ნაწ. თაფლს და იწვეთებენ თითოეულ ნესტოში 5-7 წვეთს, 4-5-ჯერ დღეში. ს ტ ა ფ ი ლ ო დ ა ი ს პ ა ნ ა ხ ი სტაფილოსა (3 ნაწ.) და ისპანახის (1 ნაწ.) ახალგამოწურული წვენების ნარევს ღებულობენ დღეში 3-ჯერ, თითო ჩაის ჭიქას ჭამამდე 1 საათით ადრე. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |