მთავარი » 2010 » სექტემბერი » 26 » menstruacia / მენსტრუაცია
2:39 PM
menstruacia / მენსტრუაცია



მენსტრუაციული ციკლი ქალებში იწყება 11-15 წლის ასაკში და გრძელდება
45-55 წლამდე.
მენსტრუაციული ციკლი ნორმალურად ითვლება, თუ არ არის 20 დღეზე ნაკლები და 35 დღეზე მეტი. მენტრუაცია არ უნდა გრძელდებოდეს 2-7 დღეზე მეტ ხანს. სისხლის დანაკარგი არ უნდა იყოს 50 მლ-ზე ნაკლები და 150 მლ-ზე მეტი.
ჯანმრთელი ქალი მენსტრუაციის დროს არ უნდა გრძნობდეს ტკივილს და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის შეცვლას.

დარღვევად ითვლება მენსტრუაციის შეწყვეტა, იშვიათი, უხვი სისხლდენა, ხანგრძლივი, მტკივნეული მენსტრუაცია.


შემცირებული მენსტრუაციის მკურნალობა


მენსტრუაციის დრო, როდესაც სისხლი შემცირებულია და ქალს აწუხებს ტკივილები, საჭიროა მუცლის ქვედა ნაწილში თბილის დადება, აუცილებელია წოლა. სასარგებლოა რძეში მოხარსული ბრინჯის ფაფა, ჩაი, რძე.
მენსტრუაციის ასეთი დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს სისხლნაკლებობამ, მძიმე დაავადებამ, ნერვულმა აღგზნებადობამ, რეკომენდებულია ნორმალური კვება, განსაკუთრებით საჭიროა რკინის შემცველი პროდუქტები.

ხ ა ხ ვ ი
1 კგ. ხახვს ფცქვნიან, ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალსა და ადუღებენ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში. აციებენ და წურავენ. ღებულობენ უზმოზე ნახევარ ჩაის ჭიქას.

კულმუხო.
იღებენ კულმუხოს ფესვებს, ამზადებენ წყლიან ნაყენს (ასხამენ მდუღარეს) თანაფარდობით (1:10). აჩერებენ 30 წთ. ღებულობენ სუფრის კოვზით დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.

თ ა ვ შ ა ვ ა
1 ნაწილ თავშავას ასხამენ 10 ნაწილ სპირტს ან არაყს. აჩერებენ თბილ ადგილზე 8-10 დღე, ხანდახან ანჯღრევენ. წურავენ და ღებულობენ 30 წვეთს დღეში 3-ჯერ.
ეს საშუალებები გამოიყენება შემცირებული, და არა რეგულარული მენსტრუაციის სამკურნალოდ.


მენსტრუაციის შეწყვეტა (გარდა ორსულობისა)


მენსტრუაციის შეწყვეტა ხშირად გაციებითაა გამოწვეული. ამ დროს გამოიყენება შემდეგი საშუალებები:

გ ვ ი რ ი ლ ა
2 ჩაის ჭიქა გვირილის ცხელ ნაყენს სვამენ უცბად.

მ ი ხ ა კ ი   დ ა   დ ა რ ი ჩ ი ნ ი
მიხაკსა და დარიჩინს ასხამენ არაყს. აჩერებენ 2 კვირა (თავდახურული). ღებულობენ დღეში 2-ჯერ ჩაის კოვზით.

ა ლ ო ე
ალოეს წვენს (8-10 წვეთს) აწვეთებენ შაქარზე და ღებულობენ დღეში 2-3-ჯერ მენსტრუაციის რეგულირებისათვის.
ალოეს წვენს ინდოელი ქალები იყენებენ ასე: 1-2 ჩაის კოვზ ალოეს წვენს უმატებენ ცოტა შავ პილპილს და სვამენ დღეში 2-ჯერ. ეს საშუალება ხსნის სპაზმებს მენსტრუაციის პერიოდში.

თ ა ვ შ ა ვ ა
1 სუფრის კოვზ მშრალ ბალახს ასხამენ 0,5 ლ მდუღარე წყალს, აჩერებენ შეფუთულს 40 წთ. ღებულობენ 1 ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ.

გ უ ლ ყ ვ ი თ ე ლ ა
იღებენ გულყვითელას ყვავილებს, ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალს. აჩერებენ 1 სთ. ღებულობენ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ. ეს საშუალება კარგია როგორც მენსტრუაციის შეწყვეტის დროს, ასევე შარდის ბუშტის დაავადებების, სიყვითლის, რაქიტის, ხველის, კუჭის წყლულისა და სპაზმების დროს. აჩერებს კიბოს განვითარების პროცესსაც.

ო ხ რ ა ხ უ შ ი
* იღებენ 1/2 ჩაის კოვზ ოხრახუშის დანაყილ თესლს, ასხამენ 2 ჩაის ჭიქა ცივ წყალს, აჩერებენ 8 სთ. ღებულობენ 1/2 ჭიქას დღეში 4-ჯერ.

* იღებენ 30 გრ მწვანე ოხრახუშს, ჭრიან და ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. ხარშავენ 10-15 წთ. ღებულობენ ნახარშს 2 ს.კ. დღეში 3-ჯერ.

ხ ა ხ ვ ი
2 კგ ხახვის წითელ კანს ასხამენ 3 ლ წყალს, ადუღებენ იქამდე, სანამ ნახარში წითელ ფერს მიიღებს. სვამენ უზმოზე 1 ყავის ჭიქას.

ნ ა კ რ ე ბ ი
შეწყვეტილი მენსტრუაციის დროს კარგ ეფექტს იძლევა იმ ბალახების ნახარში და ნაყენი, რომლებიც გამოიყენება ნევროზების დროს.
იღებენ ბარამბოს, ძიძოს, შავბალახას, კრაზანას, თავშავასა და პიტნას თანაბარი რაოდენობით. 1 სუფრის კოვზ ნაკრებს 1 ჩაის ჭიქა წყალში ადუღებენ 5 წთ. ღებულობენ 1/2 ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

წყლის პროცედურები მენსტრუაციის შეწყვეტის დროს

1. იკეთებენ ცხელი წყლის (380) გამორეცხვებს.
2. ღებულობენ მჯდომარე აბაზანას (1 აბაზანა ცხელ წყალში ხსნიან 100 გრ მარილს ან მდოგვს).

ნორმალური, მაგრამ მტკივნეული მენტურაცია
* მენსტრუაციის დროს ტკივილებს ხსნის მუცლის ქვემოთ შემდეგი მალამოს შეზელვა: იხტიოლის მალამოს ურევენ იმდენივე ვაზელინში. საღამოს კი სვამენ კოჭას ცხელ, შაქრიან ჩაის. ასე სვამენ მენსტრუაციის დამთავრებამდე დღეში 2-ჯერ თითო ჩაის ჭიქას.

თ ა ვ შ ა ვ ა
2 სუფრის კოვზ თავშავას თერმოსში ასხამენ 2 ჭიქა მდუღარეს. ღებულობენ 3 მიღებაზე ჭამამდე 20-40 წუთით ადრე.
თავშავა ხსნის ტკივილებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ღებულობენ კლიმაქტერულ პერიოდშიც ზედმეტი აღგზნებადობისა და უძილობის დროს.

მ ა რ წ ყ ვ ა ბ ა ლ ა ხ ა
ღებულობენ 20 გრ მარწყვაბალახას, ასხამენ 1 ჩაის ჭიქა ცხელ წყალს, ადუღებენ ნელ ცეცხლზე 15 წთ. აციებენ და წურავენ. სვამენ 1/4 - 1/2 ჭიქას 4-5 ჯერ დღეში ჭამამდე. აქრობს ტკივილებს მენსტრუაციის დროს. გამოწურულ თბილ ბალახს კი კომპრესის სახით იდებენ მუცლის ქვემოთ.

ძლიერი მენსტრუაცია


სისხლდენის შესაჩერებლად

შ ვ ი ტ ა
1 ჩაის კოვზ ბალახს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს. ადუღებენ 10 წთ. ღებულობენ მტკივნეული და უხვი მენსტრუაციის დროს ყოველ 2 საათში სუფრის კოვზით ან იმავე ოდენობით სუფრის კოვზით 3-ჯერ დღეში.

ძ ა ხ ვ ე ლ ი ს   ქ ე რ ქ ი
4 ჩაის კოვზ ძახველის დაქუცმაცებულ ქერქს ასხამენ 1 ჭიქა წყალს, ადუღებენ 30 წთ. წურავენ ცხელ ნახარშს, ღებულობენ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ ჭამამდე.
ეს საშუალება გამოიყენება არა მხოლოდ საშვილოსნოდან ძლიერი სისხლდენის, არამედ კარგია ღრძილებიდან, ჰემოროიდალური სისხლდენების დროსაც.

ტ ყ ი ს   მ ა რ წ ყ ვ ი
1 სუფრის კოვზ ტყის მარწყვის ფოთლის ასხამენ 2 ჭიქა ანადუღარ ცივ წყალს, აჩერებენ 6-8 სთ, წურავენ, ღებულობენ სუფრის კოვზით ყოველდღიურად ზედმეტი მენსტრუაციის დროს.

ჭ ი ნ ჭ ა რ ი
ჭინჭარს ხარშავენ და სვამენ თითო ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ. აჩერებს სისხლდენასა და მაღლა სწევს არტერიულ წნევას.

წ ი წ მ ა ტ უ რ ა
1 სუფრის კოვზ წიწმატურას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ადუღებენ 5 წთ. ღებულობენ სუფრის კოვზით 3 საათში ერთხელ.

ფ ო რ თ ო ხ ლ ი ს   ქ ე რ ქ ი
მილანელი ექიმები უხვი მენტრუაციის დროს უნიშნავდნენ ფორთოხლის ქერქის ნახარშს. განსაკუთრების კარგია მკვახე ფორთოხლის ქერქი.


მენსტრუალური ციკლის დარღვევა


ძ ა ხ ვ ე ლ ი
ძახველის ნაყოფის წვენს (1 ლ წვენს 2 კგ შაქარზე) ღებულობენ 2-3 სუფრის კოვზს 3-4 ჯერ დღეში წყლით.

კ უ ლ მ უ ხ ო
1 ჩაის კოვზ კულმუხოს დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს და ადუღებენ 5-10 წთ, აჩერებენ 4 სთ.
მიღება: 1 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ.

ო ხ რ ა ხ უ შ ი
ოხრახუშის თესლს ფქვავენ. 4 ჩ.კ. ფხვნილს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ 15 წთ. აციებენ და წურავენ. ღებულობენ 1 სუფრის კოვზს 4-6-ჯერ დღეში. არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს, ხსნის ტკივილებს.
ოხრახუშის თესლი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც ოფლმდენი, შარდმდენი საშუალება წყალმანკის, შეშუპებების, თირკმელებში და შარდის ბუშტში კენჭების, ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, ზოგჯერ თესლის მაგივრად იყენებენ ოხრახუშს ფესვებიანად. ამზადებენ ნაყენს (20 გრ ოხრახუშს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს). ღებულობენ 1/2 ჭიქას 3-ჯერ დღეში ჭამამდე.

ხანგრძლივი მენსტრუაცია


ზოგიერთი დაავადების დროს მენსტრუაციული პერიოდი გრძელდება 10-15 დღემდე. რუსულ ხალხურ მედიცინაში ცნობილია ძლიერ ეფექტური საშუალება მენსტრუაციული პერიოდის შესამცირებლად.

იღებენ სოკოს (მარცვლოვნების პარაზიტს), დაახლებით 30 გრ, ნაყავენ და ხსნიან 60 მლ აფთიაქის სპირტში, აჩერებენ 1 კვირა. გამოყენების წინ ანჯღრევენ. პიპეტით იღებენ 10 წვეთ ნაყენს და ცოტა წყლით სვამენ დილა-საღამოს. თუ სასურველი შედეგი ვერ მიიღება, შეიძლება წვეთების მომატება.

ამ საშუალების გარდა ეფექტურია ყველა ის რეცეპტი, რომელიც მითითებულია ძლიერი მენსტრუაციისათვის.













კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 6303 | დაამატა: allfile | ტეგები: menstruation, menstruacia, მენსტრუაცია, tviuri | რეიტინგი: 4.7/14
სულ კომენტარები: 21 2 »
avatar
0
1 sali gogoladze • 10:39 PM, 2011-08-04
gamarjobaT... var 23 wlis qaliSvili... 3 wlis win mxolod imitom mivedi ginekologTan, rom cikli erTi Tvis ganmavlobaSi gamigrZelda. gadaviRe eqoskopia da aRmomaCnda ganuviTarebeli saSvilosno 69/32/42, marjvena sakvercxe 31/24 marcxena 23/18), Cavitare samTviani kursi da Sedegi mxolod aseTi iyo: saSvilosno 73/32/42, marjvena sakvercxe 32/24 marcxena 29/18. anu didi Sedegi ar mqonia. kursis damTavrebis Semdeg menstruacia isev ameria. ris gamoc eqimma mxolod novineti daminiSna sami TviT... periodulad sakuTari iniciativiT viReb am wamals, ris drosac yvelaferi wesrigSia, vanebeb Tu ara Tavs or TveSi isev mereva...amJamad erT Tveze metia menstruacia maqvs Tavidan gamonadeni yavisferi iyo da Zalian cota, erTi kviraa momemata, mainteresebs rogor SevZlo Sewyveta da rame daavadebasTan xom ar aqvs amas kavSiri. Zalian gTxovT mirCieT vinme kompetenturi ginekologi da gTxovT amixsnaT ramdenad saSiSia Cemi mdgomareoba..SevZleb Tu ara odesme daorsulebas? winaswar gmadlobT pasuxisTvis
1-1 2-2
ComForm">
avatar