მთავარი » 2010 » სექტემბერი » 30 » ბრაზილიაში ბებიამ შვილიშვილი გააჩინა
3:26 PM
ბრაზილიაში ბებიამ შვილიშვილი გააჩინა



ბრაზილიაში 60 წლის ქალი საკუთარი შვილიშვილის სუროგატი დედა გახდა. ბრაზილიის კანონმდებლობის თანახმად, სუროგატი დედა შეიძლება იყოს ბავშვის ერთ-ერთი მშობლის სისხლისმიერი ნათესავი.

ფეხმძიმობის პერიოდში მომავალი ბებია და დედა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ახალშობილი ალისი ქვეყანას საკეისრო კვეთის წყალობით მოევლინა და ახლა თავს კარგად გრძნობს.

ბრაზილიაში ეს პირველი შემთხვევა არ არის. სამი წლის წინ, 2007 წლის 28 სექტემბერს პერნამბუკუს შტატში 51 წლის ქალმა საკუთარ 27 წლის ქალიშვილს ტყუპი გაუჩინა და ბებია და დედა ერთდროულად გახდა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.





























კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1114 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar