მთავარი » ავტო - მოტო
« 1 2 3 4 5 6 »
"კრაისლერის" ახალი ჯიპი
კონცერნმა "კრაისლერმა" განახლებული არასაგზაო - Jeep Patriot წარმოადგინა. ავტომობილს მოდერნიზებული ექსტერიერი და ინტერიერი, აგრეთვე საჭის მართვის განახლებული სისტემა აქვს. გარდა ამისა, მოდელის სრული აძვრის მქონე ვერსიის გზის ხილვადობა 2,5 სმ-ით გაიზარდა.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


ობამას სჯერა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილები აშშ-ში დამზადდება
ამერიკული ავტოწარმოება, ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად, მოგებაზე მუშაობს, რაც აშშ-ის ადმინისტრაციისა და ავტომწარმოებელთა კოორდინებული თანამშრომლობის შედეგია, - განაცხადა ბარაკ ობამამ.

"აშშ-ის სამივე ავტომწარმოებელი (GM, Ford და Chrysler) ამჟამად მოგებაზე მუშაობს. შარშან ივნისის შემდეგ მათ 55 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს, რაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ზრდის საუკეთესო მაჩვენებელია", - განაცხადა ობამამ ჩიკაგოში Ford-ის ქარხანაში ვიზიტისას.

ობამას თქმით, მას გააჩნია სტატისტიკა, რომლის თანახმად ამერიკული ავტომობილების გაყიდვა იმატებს და ამის წყალობით, ავტოკონცერნებმა ტრადიციულ საზაფხულო არდადეგებზე უარი თქვეს და თითქმის სრული დატვირთვით მუშაობენ.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


Land Rover-მა Range Rover Evoque-ზე ინფორმაცია გაავრცელა
კომპანია Land Rover-მა კომპაქტურ კროსოვერზე Range Rover Evoque-ზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, მანქანის დებიუტი სექტემბრის ბოლოს პარიზის ავტოსალონში იგეგმება. ავტომობილი ძარის დიზაინის ორი ვარიანტით არის წარმოდგენილი, მისი ძალისმიერი აგრეგატების ჩამონათვალში კი ბენზინის ტურბოძრავიც შედის.

წინასწარი ინფორმაციით, ახალი RR Evoque მოდელ Land Rover Freelander-ის მოდერნიზებულ პლატფორმაზე იწყობა. სამკარიანი კროსოვერი Range Rover Sport-ზე 430 მმ-ით მოკლე იქნება, ხოლო მისი გაბარიტული სიგრძე 4350 მმ-ს შეადგენს. ახალი ავტომობილი გამოვა როგორც სრულამძრავიანი ტრანსმისიის ვერსიით, ისე ეკონომიური წინაანმძრავიანი მოდიფიკაციით. გადაცემათა კოლოფი ერთ შემთხვევაში - ექვსსაფეხურიანი "მექანიკა" იქნება, მეორეში კი - ელექტრონული სელექტორით აღჭურვილი ექვსსაფეხურიანი "ავტომატი".

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


ექსკლუზიური Porsche 911 Speedster 356 ეგზემპლარის ტირაჟით გამოვა
კომპანია "პორშე" პარიზის ავტოსალონში სპორტქარ Porsche 911-ის ექსკლუზიურ ვერსიას 911 Speedster-ს წარმოადგენს. ამ ავტომობილს სულ 356 ეგზემპლარად გამოუშვებენ და ტირაჟს 1965 წლის ლეგენდარულ მოდელს 356 Speedster-ს მიუძღვნიან.

სპორტქარი ღია ძარითაა წარმოდგენილი, რომლის საფირმო საბაზო ფერი მუქი ლურჯი იქნება, თუმცა შეკვეთა თეთრი შეფერილობის მოდელზეც იქნება შესაძლებელი და ამას თანხის დამატება არ დასჭირდება.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


"ფორდის" ორკაბინიანი პიკაპი
კომპანია "ფორდმა" პიკაპ F-150 F-150 SVT raptor-ის ახალი მოდიფიკაცია წარმოადგინა, რომელსაც SuperCrew ჰქვია. მას ორმაგი კაბინა, აგრეთვე მომავალი სამოდელო წლის საბაზო ავტომობილისთვის გათვალისწინებული ზოგიერთი სიახლეც აქვს.

2011 სამოდელო წლის სიახლეთა ჩამონათვალში Ford F-150 SVT Raptor-ის ყველა მანქანისთვის ძარას ახალი ფერი (ვერცხლისფერი მეტალიკი, შავი დეტალებით), ხელსაწყოთა შეცვლილი პანელი, ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებული, 4,2-დუიმიანი ფერადი ეკრანი, უკანა ხედვის კამერა, ასევე ძრავას დისტანციური დაქოქვის სისტემა შედის. გარდა ამისა, მოტორთა გამადან გამორიცხეს 5,4-ლიტრიანი, 8-ცილინდრიანი აგრეგატი.

დანარჩენი იხილეთ სრულიადში...



by:allfile


კომპანია Ford-მა ახალი Explorer-ის პოლიციური ვერსია წარმოადგინა
კომპანია Ford-მა ახალი Explorer-ის პოლიციური
ვერსია წარმოადგინა ...



by:allfile


კანადელები სუპერქარ Pagani Zonda-ს კონკურენტს ქმნიან
 კანადელები სუპერქარ Pagani Zonda-ს კონკურენტს ქმნიან

სტატია იხილეთ სრულიადში

...



by:allfile