იტალიურმა სპორტული მანქანების მწარმოებელმა ფირმამ Alfa Romeo-მ წარმოადგინა პოპულარული მოდელის 159 Limited Edition-ის სუპერ ვერსია. ამ ახალი მოდელის ღირებულება წინასთან შედარებით 3470 ევროთი მეტია. ამ ფულით მყიდველები მიიღებენ სპეციალურ პაკეტს, რომელშიც შევა Brembo-ს მუხრუჭები,
შავი ტყავის სალონი, შავი მეტალის საღებავით შეღებილი კორპუსი და 19 დუიმიანი დისკები, რომლებიც უჟანგავი მატერიალებისგან იქნება დამზადებული. სპორტული მანქანა Alfa Romeo 159 Limited Edition აღჭურვილია 1,9 ლიტრიანი დიზელის ძრავით, რომელსაც 150 ც.ძ. გამომუშავება შეუძლია. მანქანა 100კმ/სთ 9,2 წამში ანვითარებს. საერთო ჯამში გამოვა ამ მანქანის 250 ეგზემპლარი, ღირებულება 25 620 ევრო |