მთავარი » 2009 მაისი 3 » ჰიბრიდი Ford Fusion
12:42 PM ჰიბრიდი Ford Fusion | |
დიდი ხნის განმავლობაში ამერიკელები არ აქცევდნენ ყურადღებას იმას,რომ საწვავი საკმაოდ ძვირია. 90 იანი წლების მერე დაიწყო ეკონომიური მანქანების გამოშვება.მიუხედავად ამისა ამერიკელებმა კარგად იცოდნენ,რომ ერთი ბარელი ნავთობი 150$ ღირს და ისევ დაიწყეს იმაზე ფიქრი,რომ საწვავი ძვირია.კრიზისმა საწვავის ფასში დიდი როლი ითამაშა.მიუხედავად იმისა,რომ საწვავის ფასი დაეცა,ამერიკელების საფულეები მაინც განიცდიდნენ დიდ დანაკარგს.
აი უკვე 2009 წელს ამერიკელი მაცხოვრებლები ამყარებენ ახალ-ახალ რეკორდებს ეკონომიურობაში. კომპანია Ford-მა გადაწყვიტა დაემტკიცებინა,რომ მისი ჰიბრიდული სედანი Ford Fusion-ი არის ყველაზე ეკონომიური მანქანა მსოფლიოში.რეკორდის დასამყარებლად საჭესთან დასვეს NASCAR-ის პილოტი,რომელსაც ერთი მთლიანი ავზით უნდა გაევლო 1000 მილი ან დაახლოებით 1600 კილომეტრი.მაგრამ ინჟინერები და მეცნიერები გაოცდნენ ექსპერიმენტის ბოლოს.გაოცება გამოიწვია იმან,რომ მანქანამ გაიარა 1445 მილი,ანუ იგივე 2300 კილომეტრი. Ford Fusion-ს აქვს 2.5 ლიტრიანი,4 ცილინდრიანი ძრავი 155 ცხენის ძალით.ამერიკაში ასეთი მანქანის ფასი დაახლოებით 27000$-ია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |