მთავარი » 2009 » მარტი » 26 » ამერიკული მანქანები იკარგებიან უსაფრთხოების რეიტინგში
7:26 PM
ამერიკული მანქანები იკარგებიან უსაფრთხოების რეიტინგში
 

                                                                       

 

ამერიკული მანქანები იკარგებიან უსაფრთხოების რეიტინგში

აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურ ადმინისტრაციას (NHTSA) აღარ აკმაყოფილებს ის უტოპიური სტატისტიკა, რომელსაც ყოველწლიურად იძლევა წრეშ-ტესტები. მის თანახმად, ავტომობილების 90% მაქსიმალურ 5 ვარსკვლავს იმსახურებს. არადა ეს შედეგი იმით კი არ არის გამოწვეული, რო ეს მოდელები იდეალურად უსაფრთხონი არიან, არამედ იმით, რომ NCAP-ის (ახალი ავტომობილი შეფასების პროგრამა)ტესტები უკვე მრავალი წელია ერთი და იგივე მეთოდიკით ტარდება.

ავტომობობილების მწარმოებლებიც მომზადებულები მოდიან ტესტზე და იოლად იღებენ მაღალ ქულებს.

მაგრამ დღეს ამერიკელები ასე აღარ “ამტვრევენ” ავტომობილებს: ფრონტალური დაჯახებისას გამოიყენება მდგრადი ბარიერი და მიმდინარეობს პროცესი მაღალ სიჩქარეზე - 56 კმ/სთ (35 მილი/სთ), ხოლო გვერდითები დეფორმირებადი ბარიერის მქონე “ურმით” – 63 კმ/სთ სიჩქარით (38.5 მილი/სთ). ავტომობილში - ორი დიდი მანეკენია მოთავსებული წინა სავარძლებზე. ყოველი შედეგი ვარსკვლავებით ფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ ევროპული მეთოდით ჩატარებული ტესტისას მიღებული ვარსკვლავები Euro NCAP-საგან - საშედეგო ქულების ვიზუალუზაციას წარმოადგენს.

გვერდითი ტესტი ევროპაში ნაკლებ სიჩქარეზე მიმდინარეობს - 50 კმ/სთ. სამაგიეროდ, ფრონტალური გაცილებით მკაცრია: ავტომობილს 64 კმ/სთ სიჩქარით ეტაკება დეფორმირებადი ბარიერი, რომელიც სხვა ავტომობილის იმიტაციას ასრულებს. ამასთან, დარტყმის ძალა ნაწილდება წინა ნაწილის მთელ ძალურ სტრუქტურაზე თანაბრად, როგორც ამერიკაში, მაგრამ ძირითადად მძღოლის მხარეს მოდის. მანეკენები კი ავტომობილში მეტია: Euro NCAP-ს მსგავსად აქაც იკვლევენ საბავშვო სავარძლების მდგრადობას.

დღეს, საავტომობილო მეწარმეებთან ბევრი კონსულტაციის შედეგად, NHTSA-ში გადაწყვიტეს მათ სიცოცხლე გაურთულონ: 2010 წლის სამოდელო რიგის ავტომობილები ახალი პროგრამით ჩააბარებენ ტესტებს. მაგრამ რასაც ასაე ძალიან ელოდნენ ამერიკის მთავრობისაგან, არ მოხდა - გამოცდის მეთოდები რადიკალურად არ შეცვლილა. შეჯახებების სიჩქარეები უცვლელი დარჩა. სამაგიეროდ გაჩნდა, ბოძთან დაჯახების ტესტი. პატარა, 25 სმ დიამეტრის მქონე ბოძთან ავტომობილი 75 გრადუსიანი კუთხით მიგორდება 32 კმ/სთ სიჩქარით (20 მილი/სთ). ევროპაშიც ტარდება მსგავსი გამოცდა, მხოლოდ მანქანა 29 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს (17 მილი/სთ).


ამერიკელებმა სალონში მოთავსებული მანეკენების დაზიანებების აღწერის ახალი კრიტერიუმებიც შემოიტანეს: ახლა უკვე წელის არეზე საშუალო დატვირთვასაც გაზომავენ. მაგრამ მუხლის არეები, საპედლე კვანძების არევა, იატაკის დეფორმაცია და ტრავმულობა, ყველაფერი ის რაც ძალზედ აინტერესებთ ევროპაში - ამერიკაში არავის ანაღვლებს.
როგორცი კი ამერიკელებმა მანეკენების წელს ქვემოთ შესწავლა დაიწყეს, მომენტალურად სქესის მიხედვით დაყვეს ისინი. დღეს წინა სავარძელზე ქალის მანეკენია მოთავსებული: Hybrid III – 152 სმ-იანი 50 კგ. წონის. მძღოლის 50 %-იანი მამაკაცი გახდა - 168 სმ, 78 კგ. თუმცა ზოგიერთი მეწარმე სთავაზობდა უფრო მოზრდილი ვარიანტის გამოყენებას - 188 სმ, 100 კგ. ზოგიერთი კი, მოიXველიებდა რა სტატისტიკურ მონაცემებს, ამტკიცებდა ორივე მანეკენი ქალისა იყოსო. საბოლოოდ მძღოლის ადგილი ქალმა მოიპოვა, მხოლოდ მარტო ბოძთან დაჯახების მონაკვეთში.

ებროპულ ქრეშ-ტესტებში ყველა სქესისა და წონა-ზომის მანეკენებზე ტარდება გამოცდები, ხოლო ამერიკაში ჯერ კიდევ პარტიარქატია და ბავშვების უსაფრთხოების საკითხსაც სერიოზულად არ ეკიდებიან. 2010 წლიდან მოყოლებული ქალის მანეკენი მოტავსდება წინა სამგზავრო სავარძელზე ფრონტალური დაჯახებისას, უკანას როლში - გვერდითა დაჯახებისას და მძღოლის როლში - ბოძის ვარიანტში.

მთავარი სიახლე - ერთიანი 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი, რომელიც სრულად ასახავს ავტომობილის უსაფრთხოების დონეს. ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ მეთოდიკის განახლების წყალობით 5 ვარსკვლავის მქონე ავტომობილების რიცხვი სულ მალე შემცირდება. ხოლო ყოველი ეს ვარსკვლავი ზუსტად ასახავს რეალურ მდგომარეობას. თანაც ამობრუნების შემთხვევაში (კიდევ ერთი შემადგენელი ფაქტორი) სტაბილიზაციის სისტემის არსებობაც იქნება გათვალისწინებული. პრინციპში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკული NCAP -ი სახელმწიფო პროგრამაა და სავსებით შესაძლებელია მას იოლად მართავდეს გარკვეული წრე.

ევროპაში ეს გამოცდები დამოუკიდებელია, მაგრამ აქაც საუბრობენ, რომ Euro NCAP-რეიტინგი უკვე მოძველდა. 5-ვარსკვლავიანი შედეგები - უკვე ტრადიციად იქცა. უნდა გაიზარდოს სიჩქარე, გადაიხედოს შეფასების სისტემა - განსაკუთრებით ყველა წვრილმანი უსაფრთხოების ღია ღვედებზე და მსგავს რამეებზე. მაგრამ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ ამ პროგრამას არაფრით არ უნდა დავუკარგოთ: მისი არსებობის პერიოდში ავტომობილები მართლაც გაცილებით უსაფრთხონი გახდნენ.

 

 




 
 
 
 
 




კატეგორია: ავტო - მოტო | ნანახია: 2049 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar