მთავარი » 2009 » აპრილი » 8 » ავტომობილი ცაშიც და მიწაზე შორეულ მოგზაურობაში გაემგზავრა
10:36 PM
ავტომობილი ცაშიც და მიწაზე შორეულ მოგზაურობაში გაემგზავრა
                                                           
                                                                          

გადაადგილების საშუალება Parajet SkyCar, შესაძლებლობას იძლევა თავისუფლათ გადაადგილდეთ, როგორც მიწაზე, ასევე ჰაერშიც, როგორც თვითფრინავი.ეს ავტომობილი გუშინ გამოვიდა ლონდონიდან თავის პირველ ყველაზე გრძელ მარშუტზე აფრიკაში.

მარშუტი სულ ექვსი ათას კილომეტრს მოიცავს და გადის საფრანგეთზე, ესპანეთზე, მაროკოზე, ჩრდილოეთ საჰარაზე და მთავრდება ტიმბუკში ამ წლის 20 თებერვალს.მოგზაურებს ბორბლებზე სიარული მხოლოდ იმ ადგილებში შეუძლიათ, სადაც გზა გადის.რთულად გადასალახი ადგილები აფრენილებმა უნდა გადალახონ, მაგალითად ისეთების, როგორიცაა გიბრალტარის სრუტე და ატლასის მთები მაროკოში.

 

Parajet SkyCar-ის გამომგონებლებისგან წამოწყებული მოგზაურობა 42 დღეს გასტანს.მანქანის შესაქმნელად ინჟინერ ჟილეს კარდოზოს დასჭირდა ნახევარი წელიწადი.

იმისათვის, რომ ავტომობილს ფრენა შეძლებოდა მას მიამაგრეს პარაშუტი და ძლიერი პროპელერი, რომელიც პარაპლანებში გამოიყენება.მანქანას ასაფრენად 3 წუთი ჭირდება.

Parajet Sky Car-ის ძრავა ას კილომეტრს 4,5 წამში ანვითარებს.მისი მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ შეადგენს.ჰაერში მაქსუმალური სიჩქარე შეადგენს 110 კმ/სთ, ხოლო ფრენის მაქსიმალურ სიმაღლე 4,5 კილომეტრი.





კატეგორია: ავტო - მოტო | ნანახია: 1735 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar