
პოლიციური Ford Explorer წარმოდგენილი იქნება როგორც წინა, ისე სრულამძრავიან მოდიფიკაციებად. ის 6-ცილინდრიანი, ატმოსფერული ძრავით აღიჭურვება, რომლის მოცულობა 2,5 ლ, სიმძლავრე კი 280 ცხ/ძ იქნება. ავტომობილს ხუთსაფეხურიანი სიჩქარეთა ავტომატური გადაცემათა კოლოფი ექნება და ის როგორც ჩვეულებრივ ბენზინზე, ისე ბიოეთალონ E85-ზე იმუშავებს. Ford–ის წარმომადგენელთა თქმით, Explorer პოლიციურ სედანზე Crown Victoria-ზე 20%-თ ეკონომიური იქნება.
ავტომობილს გაძლიერებული ძარა, უფრო ამტანი დაკიდება და მოდერნიზებული სამუხრუჭე მექანიზმი, ახალი გენერატორი და რადიატორი ექნება. მისი სალონი ვიდეო და კომპიუტერული სისტემითა და 9-დიუმიანი ეკრანით აღიჭურვა, რომლითაც მონაცემთა ბაზასთად დაკავშირება იქნება შესაძლებელი.
ამერიკელ სამართალდამცველებს საკუთარ ავტომობილს Ford–ის გარდა, კიდევ რამდენიმე კომპანია - Dodge (პოლიციური ვერსია Charger), Chevrolet (სპეცსამსახურების ვერსია Caprice) და Carbon Motors სთავაზობს.
მომზადებულია autoweek.com-ის მიხედვით.