
პრეზენტაცია სილვერსტოუნის ტრეკზე შედგება, სადაც ფესტივალი მოეწყობა. ღონისძიებას სპეციალურ სტუმრებად მრბოლელები ეწვევიან, რომლებიც Vauxhall-ის მანქანებით გამოდიოდნენ. ერთადერთ ეგზემპლარად შექმნილი დრეგსტერი ბრიტანულ მწარმოებელსა და Red Victor-ის გუნდს შორის თანამშრომლობის ნიშნად ააწყვეს.
როგორც ცნობილია, "რედ ვიქტორი" დიდ ბრიტანეთში, დრეგ-რეისინგის შეჯიბრებებში მონაწილეობს. ავტომობილი 1967 წელს გამოშვებული სედან Vauxhall Victor-ის ბაზაზეა აგებული და 8,8-ლიტრიანი, 8-ცილინდრიანი, "ჯენერალ მოტორსის" მიერ დამზადებული მოტორითაა აღჭურვილი.
ამ დრეგსტერით Pro Modifield-ის კლასის რბოლებში მონაწილეობა იქნება შესაძლებელი. შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მანქანას 402 მეტრის (მილის მეოთხედის) დაფარვა 6,5 წამში შეეძლება, ხოლო "გასვლაზე" მისი სიჩქარე 384 კმ/სთ-ს შეადგენს.
ამ მომენტისთვის Pro Modifield-ის კლასში ე.წ. დრეიგ-რეისინგის ევროპული რეკორდი შვედ მატს ერიკსონს ეკუთვნის - 5,988 წამი და 386,5 კმ/სთ. იგი ასპარეზობს მანქანით, რომელიც 1956 წლის Fორდ ჩროწნ Victorია-ს ბაზაზეა აგებული. Red Victor-ის წინა მოდელი, ავტომობილი, სახელწოდებით - Red Victor 2, - მეოთხედი მილის გავლის შემდეგ 320 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებდა, ხოლო ნულიდან 252 კმ/სთ სიჩქარეს ასეთი ავტო 4,8 წამში ავითარებდა.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)