კომპანია
"ფოლკსვაგენმა" ცოტა ხნის წინ განახლებული კომპაქტვენის, - Touran, - ახალი
ვერსიის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამასთან, გერმანიაში, Cross
Touran-ის შეკვეთა ნებისმიერ დილერთან შეიძლება.
სიახლეზე ფასი
27,7 ათასი ევროდან იწყება. საბაზო მოდელისგან Cross Touran გაზრდილი
საგზაო ხედვით (20 მმ-ით) განსხვავდება. გარდა ამისა, სიახლეს წინ და უკან
სხვადასხვა ზომის, 17-დუიმიანი ბორბლების დისკები აქვს: წინა ღერძზე 215
მმ-ის მქონე საბურავებია დაყენებული, ხოლო უკანაზე - 235 მმ-ის სიგანისა.
ამ
ავტომობილისთვის სრული აძვრის ვერსია გათვალისწინებული არ არის.
სამაგიეროდ, მისი შეძენა ნებისმიერი იმ მოტორით იქნება შესაძლებელი,
რომელიც VW Touran-ზეა დაშვებული - ეს 105-170 ცხ. ძალის სიმძლავრის,
ბენზინისა და დიზელის აგრეგატების ხაზია. ასევე გასათვალისწინებელია
რობოტიზებული DSG-ის ტრანსმისიაც.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის
ხუთშაბათობით)