კომპანია
Jaguar აგვისტოს ბოლოს მოსკოვის ავტოსალონზე დაჯავშნული სედანის Jaguar XJ
Sentinel-ის მსოფლიო პრემიერას მოაწყობს. ავტომობილი В7 კლასის ბალისტიკური
დაცვის ფარული ჯავშნით აღიჭურვება. ეს კი ნიშნავს, რომ სედანი ავტომატ
АК47-ის ჯერისთვის შეუვალი იქნება და მისი ჯავშანი მგზავრების დაცვას,
ავტომობილის სიახლოვეს 15 კგ-იანი ტროტილის ექვივალენტური ასაფეთქებლის
აფეთქების დარტყმის ტალღისგან, ასევე ყუმბარის აფეთქებისგან შეძლებს. XJ Sentinel, ჯავშნის გარდა, მომატებულ მასასთან ადაპტირებული გაძლიერებული დაკიდებით და 19 დიუმიანი გამძლე დისკებით აღიჭურვა. დაჯავშნული XJ 385 ცხ/ძ-ის სიმძლავრის, ატმოსფერული V8 ძრავით იქნება წარმოდგენილი, რომელსაც 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება 9,7 წამში შეეძლება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 195 კმ/სთ იქნება.
ავტომობილის საბაზო ვარიანტში გათვალისწინებულია კლიმატკონტროლის ოთხსეზონიანი სისტემა, ძვირფასად მორთული სალონი და Bowers & Wilkins-ის აუდიოსისტემა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ავტომობილის გაყიდვა დებიუტისთანავე დაიწყება.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
