კონცერნმა
"კრაისლერმა" განახლებული არასაგზაო - Jeep Patriot წარმოადგინა.
ავტომობილს მოდერნიზებული ექსტერიერი და ინტერიერი, აგრეთვე საჭის მართვის
განახლებული სისტემა აქვს. გარდა ამისა, მოდელის სრული აძვრის მქონე
ვერსიის გზის ხილვადობა 2,5 სმ-ით გაიზარდა.
განახლებულ "ჯიპ
პატრიოტს" წინამორბედისგან წინა ბამპერითაც გამოარჩევ, რომელზეც ნისლის
საწინააღმდეგო ფარები ცენტრისკენაა გადაწეული. ასევე თვალში საცემია
განსხვავებული რადიატორის ცხაური (ოდნავ შემცირდა სავენტილაციო ჭრილის
სიმაღლე), მოდერნიზებული უკანა ბამპერი და 17-დუიმიანი ბორბლების დისკები.
არასაგზაოს ძარა ახალ 4 ფრად იქნება შეღებილი. ახალ საჭის რგოლზე
დამონტაჟებულია აუდიოსისტემის მართვის კლავიშები და კრუიზ-კონტროლი.
შეცვლილია
ცენტრალური კონსოლი, თუმცა მისი არქიტექტურა ძველებური დარჩა. არასაგზაოს
სალონში წინა მოდელებისგან განსხვავებული, უფრო ხარისხიანი მასალაა
გამოყენებული, მათ შორის, სავარძლებისთვისაც. აშშ-ში რესტაილირებული "ჯიპ
პატრიოტი" წლის ბოლოსთვის გამოჩნდება. ავტომობილის ფასი ჯერჯერობით
უცნობია. ადრე ანალოგიური ცვლილებები Jeep Wranler-მა განიცადა. ამ
მოდელსაც შეეცვალა გარეგნობა, გაეზარდა ხმის ჩახშობის მაჩვენებელი და
ინტერიერი.
ალექსი რეხვიაშვილი ჟურნალი ”გზა” (გამოდის ხუთშაბათობით)