მთავარი » 2010 » სექტემბერი » 1 » კანადელები სუპერქარ Pagani Zonda-ს კონკურენტს ქმნიან
7:10 PM
კანადელები სუპერქარ Pagani Zonda-ს კონკურენტს ქმნიან

www.allfile.do.am - internet files encyclopediaშარშან
დაარსებული კანადური კომპანია De Macross Motors ნოემბრისთვის თავისი
პირველი ავტომობილის - სუპერქარ GT1-ის სრულ მარკეტს წარმოადგენს. ახალ
მოდელზე დეტალური ინფორმაცია და მისი მასშტაბური სურათი გამოცემა Car-მა
გამოაქვეყნა.

კომპანია De Macross Motors-ის მესვეურთა თქმით, GT1
”ისეთი ელიტური სუპერქარების დარი იქნება, როგორიც არის Pagani Zonda".
კანადელები ირწმუნებიან, რომ მათი პროდუქტი მსოფლიო ავტოელიტის
წარმომადგენელს არა მხოლოდ ფასით, არამედ დინამიკური მახასიათებლებითაც
დაემსგავსება.

ამ ახალი მოდელის შექმნაში ავტოკომპონენტთა
მწარმოებელი Multimatic-იც მონაწილეობს. სუპერქარს ძრავებით Roush Yates
Racing Engine მოამარაგებს, რომლის ძალისმიერ აგრეგატს Ford-ის სარბოლო
ავტომობილები იყენებენ. ასევე ცნობილია, რომ კანადური ავტომობილის შასის
კონსტრუქციაში კარბონსა და ალუმინს მოიხმარენ.

სავარაუდოდ, GT1-ის
პროტოტიპებს ტრასაზე უკვე ამ წელს გამოცდიან, ხოლო 2011 წლიდან მასზე
შეკვეთების მიღება დაიწყება. კანადელები GT1-ის სულ 200 ეგზემპლარის
გამოშვებას გეგმავენ.

კანადელი ავტომწარმოებლები სამომავლოდ კიდევ
სამი სპორტქარის შექმნას აპირებენ, რომლებიც კონკურენციას ფასით უფრო
ხელმისაწვდომ Aston Martin-ს, Maserati-სა და Porsche-ს გაუწევენ.

მომზადებულია carmagazine.co.uk-ის მიხედვით.










კატეგორია: ავტო - მოტო | ნანახია: 1207 | დაამატა: allfile | ტეგები: Porsche, Roush Yates Racing Engine, carmagazine.co.uk, Aston Martin, Pagani Zonda, GT1, Multimatic, ford, Maserati, De Macross Motors | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar