კომპანია
"პორშე" პარიზის ავტოსალონში სპორტქარ Porsche 911-ის ექსკლუზიურ ვერსიას
911 Speedster-ს წარმოადგენს. ამ ავტომობილს სულ 356 ეგზემპლარად
გამოუშვებენ და ტირაჟს 1965 წლის ლეგენდარულ მოდელს 356 Speedster-ს
მიუძღვნიან.
სპორტქარი ღია ძარითაა წარმოდგენილი, რომლის საფირმო
საბაზო ფერი მუქი ლურჯი იქნება, თუმცა შეკვეთა თეთრი შეფერილობის მოდელზეც
იქნება შესაძლებელი და ამას თანხის დამატება არ დასჭირდება.
ავტომობილი
ფორსირებული, 408-ძალიანი, 3,8-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავით, PASM-ის
აქტიური შასითა და კერამიკული მუხრუჭებით იქნება აღჭურვილი. 911
Speedster-ის დინამიკურ მახასიათებლებზე დაზუსტებული ცნობები ჯერჯერობით არ
ვრცელდება.
სპორტქარის გაყიდვა უკვე დეკემბრიდან იგეგმება და მისი ფასი გერმანიაში 201 ათასი ევროდან დაიწყება.