მთავარი » 2010 » სექტემბერი » 22 » Land Rover-მა Range Rover Evoque-ზე ინფორმაცია გაავრცელა
3:44 PM
Land Rover-მა Range Rover Evoque-ზე ინფორმაცია გაავრცელა



კომპანია Land Rover-მა კომპაქტურ კროსოვერზე Range Rover Evoque-ზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, მანქანის დებიუტი სექტემბრის ბოლოს პარიზის ავტოსალონში იგეგმება. ავტომობილი ძარის დიზაინის ორი ვარიანტით არის წარმოდგენილი, მისი ძალისმიერი აგრეგატების ჩამონათვალში კი ბენზინის ტურბოძრავიც შედის.

წინასწარი ინფორმაციით, ახალი RR Evoque მოდელ Land Rover Freelander-ის მოდერნიზებულ პლატფორმაზე იწყობა. სამკარიანი კროსოვერი Range Rover Sport-ზე 430 მმ-ით მოკლე იქნება, ხოლო მისი გაბარიტული სიგრძე 4350 მმ-ს შეადგენს. ახალი ავტომობილი გამოვა როგორც სრულამძრავიანი ტრანსმისიის ვერსიით, ისე ეკონომიური წინაანმძრავიანი მოდიფიკაციით. გადაცემათა კოლოფი ერთ შემთხვევაში - ექვსსაფეხურიანი "მექანიკა" იქნება, მეორეში კი - ელექტრონული სელექტორით აღჭურვილი ექვსსაფეხურიანი "ავტომატი".

RR Evoque-ისთვის ძალისმიერი აგრეგატის სამი ვარიანტი განიხილება. 2,2-ლიტრიანი ტურბოდიზელები 150 (წინა ამძრავით) და 190 ცხ-ძალიანი (სრული ამძრავი) იქნება, მესამე ვარიანტით კი ორლიტრიანი ბენზინის ტურბოძრავია გათვალისწინებული, რომელიც 240 ცხ/ძ სიმძლავრის იქნება. ამასთან, კროსოვერს ადაპტური შასითა და მაგნიტორეოლოგიური ამორტიზატორებით აღჭურვავენ.

RR Evoque-ის გაყიდვა ევროპაში მომავალი წლის ზაფხულიდან დაიწყება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.


































კატეგორია: ავტო - მოტო | ნანახია: 1148 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar