მთავარი » მომხმარებლის მასალები [allfile (3724)]
« 1 2 ... 48 49 50 51 52 ... 265 266 »
კლინტონი: ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის პროცესს ”რუსი ებრაელები” აბრკოლებენ
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ისრაელში მცხოვრები რუსულენოვანი რეპატრიანტები მკაცრად გააკრიტიკა. მისი აზრით, პალესტინელებსა და ებრაელებს შორის ახლახან დაწყებულ სამშვიდობო პროცესს საფრთხეს ისრაელის მოსახლეობის სწორედ ეს კატეგორია უქმნის.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ებრაელი ერის ”რუს ემიგრანტებზე” ყურადღება ნიუ-იორკში კონფერენციაზე (”კლინტონის გლობალური ინიციატივა”) გაამახვილა.

”ცახალის ახალგაზრდა ჯარისკაცთა შორის უმეტესობა რუსეთიდან გადმოსახლებულთა შვილები არიან, რომლებიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან მიწების განაწილებას. ეს კოლოსალურ პრობლემას ქმნის. ისრაელი შეიცვალა. ებრაელთა 16% რუსულად საუბრობს”, - განაცხადა კლინტონმა.





by:allfile


აშშ-ის არმიაში გეებს სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნების უფლებას კვლავ არ აძლევენ
აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც ამერიკულ ჯარში გეებსა და ლესბოსელებს თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნების უფლებას მისცემდა. ე.წ. კანონის "don't ask, don't tell"-ის გაუქმებას ხმა, საჭირო 60-დან მხოლოდ 56 სენატორმა მისცა, 43 კი შეეწინააღმდეგა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეიარაღებულ ძალებში 1993 წლიდან დამკვიდრებული წესის - "არ გეკითხებიან, არ ილაპარაკოს" გაუქმებას არა მარტო რესპუბლიკელები შეეწინააღმდეგენ, არამედ რამდენიმე დემოკრატი-სენატორიც.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


ავღანეთში ნატოს ვერტმფრენის ჩამოვარდას 9 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში საერთაშორისო ძალების ვერტმფრენის კატასტროფას მოკავშირეთა 9 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ბორტზე მყოფმა კიდევ 4-მა ჯარისკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო, რომელთა შორის ერთი აშშ-ის მოქალაქეა.

საერთაშორისო კოალიციის სარდლობის წარმომადგენლები მხოლოდ იმას იტყობინებიან, რომ ვერტმფრენი 21 სექტემბერს, ავღანეთის სამხრეთ რაიონში ჩამოვარდა და ამის მიზეზი მოწინააღმდეგის თავდასხმა არ ყოფილა.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


რუსეთი საკუთარი არმიისთვის ამერიკულ იარაღს შეიძენს
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას შეიარაღებულ ძალებში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით აპირებს. ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეიარაღების წარმოება ქვეყანაში პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა გახდეს.

22 სექტემბერს მედვედევი მოდერნიზაციაზე მომუშავე კომისიის სხდომას გამართავს. საპრეზიდენტო კომისიის სხდომის მთავარი თემა რუსეთის სამხედრო-საწარმოო კომპლექსის მოდერნიზაცია იქნება.

თუმცა, რუსულ მასმედიაში ეჭვობენ, რომ სამამულო პროდუქტი არმიისთვის ისევე გამოუსადეგარი გახდება, როგორც ეს ჯავშანმანქანა "ვეფხვის" შემთხვევაში მოხდა. რუსი ინჟინრების შექმნილი ავტომობილი ქვეყნის არმიამ დაიწუნა და მწარმოებლები მის გაყიდვას ახლა საზღვარგარეთ ცდილობენ.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


ბრიტანელმა ქალმა ონლაინ-რეჟიმში იმშობიარა
34 წლის ფიონა სთარსთოუნმა, რომელმაც შინ ონლაინ-რეჟიმში იმშობიარა,  საკუთარ მიკრობლოგში თავისი განცდები აღწერა, რითაც მშობიარობის პროცესზე გავრცელებული მითების გაქარწყლებას შეეცადა.”ონლაინ-მშობიარობამ” 13 საათს გასტანა.

"ამაში საშინელი არაფერია. მე დავამტკიცე, რომ მშობიარობის პროცესის დროს "ტვიტერში" შეტყობინების დატოვებაც კი შეიძლება", - განაცხადა ფიონამ, რომლის პირმშოს - ოსკარის დაბადებას ბლოგზე გაწევრიანებული ასობით მხარდამჭერი გულშემატკივრობდა.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


Ирина Аллегрова "Чужая". Национальный Олимп 2004г
Ирина Аллегрова "Чужая". Национальный Олимп 2004г

კლიპის ონლაინ რეჟიმში სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


მთავარი მწვრთნელის ვინაობა 22 სექტემბერს გაირკვევა
ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს 22 სექტემბერს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ. ამავე სხდომაზე დაასახელებენ ყრილობის თარიღს, სადაც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი უნდა აირჩიონ.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


Land Rover-მა Range Rover Evoque-ზე ინფორმაცია გაავრცელა
კომპანია Land Rover-მა კომპაქტურ კროსოვერზე Range Rover Evoque-ზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, მანქანის დებიუტი სექტემბრის ბოლოს პარიზის ავტოსალონში იგეგმება. ავტომობილი ძარის დიზაინის ორი ვარიანტით არის წარმოდგენილი, მისი ძალისმიერი აგრეგატების ჩამონათვალში კი ბენზინის ტურბოძრავიც შედის.

წინასწარი ინფორმაციით, ახალი RR Evoque მოდელ Land Rover Freelander-ის მოდერნიზებულ პლატფორმაზე იწყობა. სამკარიანი კროსოვერი Range Rover Sport-ზე 430 მმ-ით მოკლე იქნება, ხოლო მისი გაბარიტული სიგრძე 4350 მმ-ს შეადგენს. ახალი ავტომობილი გამოვა როგორც სრულამძრავიანი ტრანსმისიის ვერსიით, ისე ეკონომიური წინაანმძრავიანი მოდიფიკაციით. გადაცემათა კოლოფი ერთ შემთხვევაში - ექვსსაფეხურიანი "მექანიკა" იქნება, მეორეში კი - ელექტრონული სელექტორით აღჭურვილი ექვსსაფეხურიანი "ავტომატი".

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


ვლადიმერ ბოისა ოლიმპიას უბრუნდება
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვლადიმერ ბოისა 2010-11 წლების სეზონში სლოვენიის "ოლიმპიას" ღირსებას დაიცავს. ეს ინფორმაცია გუშინ სლოვენიურმა გამოცემა "კოშარკამ" გაავრცელა.

მართალია, ვოვას ლიუბლიანელებთან კონტრაქტი არ გაუფორმებია, მაგრამ კლუბის გენერელური მენეჯერის იანის რაიგელის თქმით, ბოისა "ოლიმპიას" ტრავმის მოშუშებისთანავე შეუერთდება. მუხლის ტრავმის შემდეგ
 რეაბილიტაცია დეკემბრამდე გასტანს.

ვოვამ ფეხი ივნისში, ხორვატიის ჩემპიონატის ფინალური სერიისას "ციბონასთან" მატჩში დაიზიანა. სწორედ ამის გამო გამოტოვა აგვისტოს სანაკრებო შესარჩევი ტურნირი. იგი ამჟამადაც ხორვატიაშია...

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


16 წლამდე ბავშვებისთვის / Детям до 16 (2010/CAMRip)
დასახელება: 16 წლამდე ბავშვებისთვის...
ორიგინალი დასახელება: Детям до 16...
გამოშვების წელი: 2010
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ანდრეი კავუნი
როლებში: ლიანკა გრიუ, ანა სტარშენბაუმი, პაველ პრილუჩნიი, დმიტრი კუბაცოვი, როდიონ დოლგიევი, ალექსეი გორბუნოვი, ირინა მერცალოვა, ალექსეი შევჩენკოვი..

ფილმის შინაარსი:
კირ, ლეია, დაშა და მაქსი სტუდენტები არიან. მათთან ყველაფერი პირველად ხდება: სიყვარული, სექსი, შეთანხმებული სურვილები, შეცდომები, პირველი იმედგაცრუება და პირველი გახსნა...

გამომშვები: რუსეთი / Красная стрела
ხანგრძლივობა: 01:30:17
გახმოვანება: ორიგინალი (რუსული)

ფაილი:
ფორმატი: Avi XviD
ხარისხი: CAMRip
ვიდეო: 945 kb/s, 720x368
აუდიო: MP3, 128 kb/s (2 ch)
ზომა: 699 MB



by:allfile


ჩატი / Chatroom (2010) CAMRip
დასახელება: ჩატი
ორიგინალური დასახელება: Chatroom
წელი: 2010
ჟანრი: თრილერი, დრამა
რეჟისორი: ჰიდეო ნაკატა
როლებში: აარონ ჯონსონი, იმოჯენ პუტსი, მეტიუ ბირდი, ჰანა მიურეი, დენიელ კალუა, მეგან დოდსი, ...

ანოტაცია:
მოზარდი მეგობრების კომპანია - ევა, ჯიმი, ემილი და მო - ჩატში გაიცნობენ უილიამს - მიმზიდველ პიროვნებას, რომელიც მათ მომენტალურად ხიბლავს. ულიამისთვის ახალი მეგობრები - კატა-თაგვობანას თამაშს ნიშნავს. იგი თავს მოიკატუნებს, თითქოს სურს ჯიმის დაეხმაროს ანტიდეპრესანტებისთვის თავის დანებებაში, და შემდეგ თვითგანადგურებისკენ უბიძგებს.

IMDB Rating: 5.7/10 (147 votes)

წარმოება: დიდი ბრიტანეთი, Ruby Films
ხანგრძლივობა: 01:29:37
გახმოვანება: დუბლირებული

ფაილის
ფორმატი
: AVI (XviD)
ხარისხი: CAMRip
ვიდეო: 953 kb/s, 720x336
აუდიო: MP3, 128 kb/s (2 ch)
მოცულობა: 699 MB



by:allfile


ფრანგული დიეტა
ინტერნეტის განვითარებასთან ერთად ქსელის მომხმარებლები ხშირად უზიარებენ ერთმანეთს სხვადასხვა გამოცდილებას, მათ შორის ერთ-ერთი აქტუალური სიმსუქნესთან ბრძოლის საკითხია. ამჯერად გთავაზობთ უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ რჩევებს, რომლებიც წამყვანი დიეტოლოგების მიერაა შედგენილი.შეცვალეთ კვების რაციონი
უარი თქვით ცხიმიან, მარილიან და საფუვრიან პროდუქტებზე. სამაგიეროდ, კვების რაციონში ჩართეთ დიდი რაოდენობით ახალი ხილი და ბოსტნეული, რომლებიც მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ცილებითა და ნახშირწყლებით.

გახსოვდეთ, რომ ნახშირწყლების გადამუშავებისას იმაზე მეტი კალორია იწვება, ვიდრე ჩვენი ორგანიზმი ვახშმიდან ითვისებს. ასევე აუცილებელია დილით საუზმე, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ საღამოს ჩვეულებრივზე უფრო მეტი არ ჭამოთ, ამიტომ სასურველია, დილით ორგანიზმი კალორიებით 20 %-ით მაინც მოამარაგოთ. დილა შეგიძლიათ ხილით ან ბოსტნეულის სალათით დაიწყოთ.

ძალიან პოპულარული და სასარგებლოა სილამაზის ფრანგული სალათი, რომელიც შემდეგნაირად შეგიძლიათ მოამზადოთ: აიღეთ 3 სუფრის კოვზი შვრია, დაამატეთ მცირეოდენი ადუღებული წყალი და 1 საათის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ ერთი სუფრის კოვზი რძე ან იოგურტი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ერთი ცალი გახეხილი ვაშლი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და ლიმონის რამდენიმე წვეთი დაასხით.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


როგორ დავძლიოთ უძილობა
ალბათ, ხშირად გსმენიათ ფრაზა: "თავი მისკდება, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს". უძილობასთან ბრძოლის უამრავი საშუალება არსებობს: თბილი აბაზანა ძილის წინ, თვალდახუჭული თვლა, - თუმცა ეს მეთოდები ყველას როდი შველის. როგორ დავძლიოთ ჩვენი დროის ეს მტკივნეული პრობლემა? ამ კითხვაზე ნევროლოგი 
ლია ივანიძე გვიპასუხებს:

- თუ ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში დაწოლიდან 15-20 წუთის შემდეგ ვერ იძინებს, მიიჩნევა, რომ ძილის დარღვევა აქვს. უძილობა ხალხს ძველადაც აწუხებდა, მაგრამ თანამედროვე საზოგადოებისთვის ის უდიდეს პრობლემად იქცა.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


ტაბუდადებული თემა - ფსიქიკური აშლილობები
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ საზოგადოების ემოციური ფონი საკმაოდ მძიმეა და ეს ქუჩაში გამვლელებზე დაკვირვებითაც შესამჩნევია. სტრესი, დაძაბულობა, აგრესია -  ემოციების ამგვარ გამოვლინებას ხშირად ვხვდებით ბავშვებში, მოზარდებში, ზრდასრულ ადამიანებსა და ხანდაზმულებშიც კი. ზოგი ამას მძიმე სოციალურ მდგომარეობას უკავშირებს, ფსიქოლოგები კი ქცევის პათოლოგიის მიზეზებს უფრო ღრმად ეძებენ.  

მალხაზ დავითაშვილი, ფსიქოლოგი: "ფსიქიკური არამდგრადობის მიზეზები ნებისმიერ ადამიანში ბავშვობიდან იღებს სათავეს. ადამიანების უმეტესობა გარკვეულ ფსიქიკურ ტრავმას 6 წლამდე ასაკში იღებს, მაშინ, როდესაც ადამიანის ფსიქიკა ყალიბდება. 

ნებისმიერი ადამიანის ცნობიერება მიმართულია სურვილის დაკმაყოფილებისაკენ, ამიტომ, როდესაც  "მინდა"-ს უპირისპირდება "არ შეიძლება", შედეგად ყალიბდება პათოლოგიური განწყობა და უკვე ზრადსრულ ასაკში სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობით ვლინდება. მათ შორის გვხვდება სოციოფობიები, ფსიქოსომატური დარღვევები და სხვ.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile