ავღანეთში ნატოს ვერტმფრენის ჩამოვარდას 9 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში
საერთაშორისო ძალების ვერტმფრენის კატასტროფას მოკავშირეთა 9 სამხედრო
მოსამსახურე ემსხვერპლა. ბორტზე მყოფმა კიდევ 4-მა ჯარისკაცმა სხეულის
დაზიანება მიიღო, რომელთა შორის ერთი აშშ-ის მოქალაქეა.
საერთაშორისო
კოალიციის სარდლობის წარმომადგენლები მხოლოდ იმას იტყობინებიან, რომ
ვერტმფრენი 21 სექტემბერს, ავღანეთის სამხრეთ რაიონში ჩამოვარდა და ამის
მიზეზი მოწინააღმდეგის თავდასხმა არ ყოფილა.
ამ შემთხვევის
გათვალისწინებით, 2010 წლის 9 თვის განმავლობაში ავღანეთში კოალიციის
დანაკარგმა 529 სამხედრო შეადგინა. 2001 წელს საომარი მოქმედებების
დაწყებიდან მოყოლებული კი მოკავშირეთა სულ 2097 სამხედრო მოსამსახურე
დაიღუპა.