მთავარი » 2010 » სექტემბერი » 22 » კლინტონი: ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის პროცესს ”რუსი ებრაელები” აბრკოლებენ
4:58 PM
კლინტონი: ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის პროცესს ”რუსი ებრაელები” აბრკოლებენ



აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ისრაელში მცხოვრები რუსულენოვანი რეპატრიანტები მკაცრად გააკრიტიკა. მისი აზრით, პალესტინელებსა და ებრაელებს შორის ახლახან დაწყებულ სამშვიდობო პროცესს საფრთხეს ისრაელის მოსახლეობის სწორედ ეს კატეგორია უქმნის.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ებრაელი ერის ”რუს ემიგრანტებზე” ყურადღება ნიუ-იორკში კონფერენციაზე (”კლინტონის გლობალური ინიციატივა”) გაამახვილა.

”ცახალის ახალგაზრდა ჯარისკაცთა შორის უმეტესობა რუსეთიდან გადმოსახლებულთა შვილები არიან, რომლებიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან მიწების განაწილებას. ეს კოლოსალურ პრობლემას ქმნის. ისრაელი შეიცვალა. ებრაელთა 16% რუსულად საუბრობს”, - განაცხადა კლინტონმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, ებრალთა შორის პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხარს ყველაზე მეტად საბრები და აშქენაზები უჭერენ, რომლებიც ისტორიულ სამშობლოში ევროპიდან დაბრუნდნენ.

მომზადებულია foreignpolicy.com-ის მიხედვით.






















კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1147 | დაამატა: allfile | ტეგები: foreignpolicy.com | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar