მთავარი » 2010 » სექტემბერი » 22 » რუსეთი საკუთარი არმიისთვის ამერიკულ იარაღს შეიძენს
4:45 PM
რუსეთი საკუთარი არმიისთვის ამერიკულ იარაღს შეიძენს



რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას შეიარაღებულ ძალებში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით აპირებს. ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეიარაღების წარმოება ქვეყანაში პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა გახდეს.

22 სექტემბერს მედვედევი მოდერნიზაციაზე მომუშავე კომისიის სხდომას გამართავს. საპრეზიდენტო კომისიის სხდომის მთავარი თემა რუსეთის სამხედრო-საწარმოო კომპლექსის მოდერნიზაცია იქნება.

თუმცა, რუსულ მასმედიაში ეჭვობენ, რომ სამამულო პროდუქტი არმიისთვის ისევე გამოუსადეგარი გახდება, როგორც ეს ჯავშანმანქანა "ვეფხვის" შემთხვევაში მოხდა. რუსი ინჟინრების შექმნილი ავტომობილი ქვეყნის არმიამ დაიწუნა და მწარმოებლები მის გაყიდვას ახლა საზღვარგარეთ ცდილობენ.

პრეზიდენტთან გამართულ სხდომაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი ქვეყანაში თანამედროვე შეიარაღების შესაძენად სპეციალური სტრუქტურის შექმნის საკითხს განიხილავს. მინისტრი შეიარაღების ამერიკელებისგან შესყიდვის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს. ეს თემა ვაშინგტონში სერდიუკოვისა და მისი ამერიკელი კოლეგის რობერტ გეითსის შეხვედრაზეც დამდგარა.

რუსი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის არმიას ამერიკული ტექნოლოგიები მართლაც რომ ჰაერივით სჭირდება, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად დათანხმდება აშშ შეიარაღებისა თუ სამხედრო ტექნოლოგიების რუსეთისთვის მიყიდვას.

"რეალურად, ამერიკელები მნიშვნელოვან შეიარაღებას არ მოგვყიდიან,  განაცხადა რუსეთის სამხედრო სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის წარმომადგენელმა კონსტანტინე მაკიენკომ, -  აშშ-ში არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომლის თანახმად, სამხედრო სფეროში რამდენიმე ათეულ მლნ დოლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტს კონგრესის თანხმობა სჭირდება. რუსეთის შემთხვევაში კი ეს არასდროს მოხდება".


მომზადებულია ng.ru-ს მიხედვით.






























კატეგორია: ჯარი | ნანახია: 1313 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar