ვაშინგტონში კონდოლიზა რაისის წიგნის პრეზენტაია გაიმართა. შეერთებული
შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის მემუარები წიგნების მაღაზიებში დღეიდან
იყიდება. ეს რაისის მემუარების პირველი ტომია და მისი ბავშვობის
მოგონებებს ეხება.
წიგნის სათაურია `არაჩვეულებრივი, ჩვეულებრივი ადამიანები`. მეორე
ტომში, რომელიც 2011 წელს გამოვა, კონდოლიზა რაისი აპირებს პრეზიდენტ ბუშის
ადმინისტრაციაში მუშაობის წლები აღწეროს, რომელმაც მას მსოფლიოს ყველაზე
გავლენიანი ქალის ტიტული მოუტანა.
პრეზენტაციის დროს, კონდოლიზა რაისმა დამსწრე საზოგადოების კითხვებსაც
უპასუხა. მან, როგორც სოვიეტოლოგმა, რუსეთის შესახებაც ილაპარაკა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში... |