მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 18 » რა შეცვალა კონკურსებმა სოფო ხალვაშის ცხოვრებაში
1:25 AM
რა შეცვალა კონკურსებმა სოფო ხალვაშის ცხოვრებაში

www.allfile.do.am - internet files encyclopediaსოფო
ხალვაშის კარიერა ფაქტობრივად, მაყურებლის თვალწინ აეწყო. მას ბედმა
გაუღიმა და ბათუმში გაზრდილი გოგონა თბილისში არაერთ სერიოზულ კონკურსსა თუ
პროექტში მოხვდა, რამაც მთელი მისი ცხოვრება საუკეთესოსკენ შეცვალა. მალე
სოფო განსხვავებულ ამპლუაში, საქსოფონით წარდგება მსმენელის წინაშე.


-
ძალიან პატარა ვიყავი, როცა სიმღერა დავიწყე. მაშინ სოსო პავლიაშვილის
"თენდება" ძალიან პოპულარული იყო და შუაღამისას რომ დავიწყებდი სიმღერას,
მეზობლებს ვაღვიძებდი (იცინის). როცა 3 წლის გავხდი, დედამ მუსიკალურ
ტექნიკუმთან არსებულ ექსპერიმენტულ სკოლაში მიმიყვანა. ფაქტობრივად,
ტექნიკუმის პროგრამას გვასწავლიდნენ, ვიქტორინებიც ტარდებოდა. სოლო
მომღერალი არასდროს ვყოფილვარ.

სტუდიაში ძირითადად, კლასიკურ
მუსიკას გვასწავლიდნენ. საფორტეპიანო ტექნიკუმი მაქვს დამთავრებული და
ჩასაბერ ინსტრუმენტ ჰობოიზეც ვუკრავდი. კონცერტები წელიწადში ორჯერ
გვქონდა, ვმღეროდით და ვცეკვავდით კიდეც... მოგვიანებით, მე და ჩემმა
მეგობრებმა ჯგუფი "თენსი" ჩამოვაყალიბეთ. ამ ჯგუფს სახელი ჩვენი სახელების
ინიციალების მიხედვით - თამუნა თოფურიძე, ანა ქასრაშვილი, ნინო ადეიშვილი
და მე - დავარქვით. მაშინ სიმღერებს ანა გვიწერდა და სხვათა შორის, დღემდე
მიწერს. იმ პერიოდში ბათუმში ბავშვთა ოპერა არსებობდა და ჩვენ გასაქანს არ
გვაძლევდნენ, მხოლოდ არამასშტაბურ კონცერტებში ვმონაწილეობდით და ამის გამო
გული გვწყდებოდა.

სხვათა შორის, გოგონებს ორკესტრიც გვქონდა.
სასწავლებელში ყველა ჩვენგანი 2-2 ინსტრუმენტს სწავლობდა და ვხატავდით
კიდეც. ყველაფერს თამაშით გვასწავლიდნენ, იქ მისვლა ჩემთვის დიდი
დღესასწაული იყო. ერთხელ ჩემმა პედაგოგმა, ხათუნა მანაგაძემ გაიხსენა: ერთ
ზამთარს, დიდთოვლობის გამო, ყველა დაწესებულება მცირე დროით დაიკეტა. როცა
დავბრუნდით, პატარა ნაფეხურები ვნახეთო - ჩვენ ვიყავით მისულები (იცინის).
თბილისშიც ბევრ საფორტეპიანო კონკურსზე გამოვსულვარ. 2003 წელს მე და ნინომ
დუეტების საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე მეორე ადგილი დავიკავეთ.

- როგორ მოხვდით "ნუცას სკოლაში"?
-
"ნუცას სკოლა" პირველი სატელევიზიო კონკურსი იყო, სადაც ანუშკამ
(ქასრაშვილი) ისე გაგზავნა ჩემი მონაცემები, რომ ჩემთვის არაფერი უთქვამს
და როცა დამირეკეს, ძალიან გამიკვირდა. 2004 წელს მოგეხსენებათ, ბათუმში
რთული სიტუაცია იყო და ძლივს ჩამოვაღწიე თბილისამდე, რათა კასტინგზე
მივსულიყავი.

- მართალია, ტელეპროექტები მომღერლების
წარმატებას უწყობს ხელს, მაგრამ თქვენს შემთხვევაში, გადამწყვეტი მაინც
"იურმალის", მოგვიანებით კი "ევროვიზიის" კონკურსში მონაწილეობა იყო...

-
"იურმალაზე" "ნუცას სკოლელების" მონაცემები "ტელეიმედმა" გაგზავნა, მაგრამ
პირველ ცდაზე ვერ მოვხვდი. იმ წელს ნინი შერმადინი გავიდა და ძალიან
კარგადაც წარდგა. სამაგიეროდ, მეორე ცდაზე გამიმართლა. იმ პერიოდში ძალიან
დატვირთული ვიყავით, ყოველდღე, დილიდან საღამომდე რეპეტიციები გვქონდა.
სხვათა შორის, ალექსანდრ რევზინი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ვერაფერს
გავხდებოდი, რადგანაც საკუთარ თავში ვიყავი ჩაკეტილი და მან შეძლო ჩემი
"გახსნა".

როდესაც კონკურსზე გადიხარ, თუ საკუთარ თავში
დარწმუნებული არა ხარ, წარმატებას ვერ მიაღწევ. როცა სცენაზე გავდიოდი,
გაქცევა მინდოდა - პირველად გამოვდიოდი ამდენი მსმენელის წინაშე, თანაც
ჟიურის იქვე უნდა შევეფასებინე და ამიტომაც ვნერვიულობდი... იურმალიდან
დაბრუნებულს საქართველოში აბსოლუტურად სხვა გარემო დამხვდა - ყველა თბილად
მხვდებოდა, ჩემს ცხოვრებაში ყოველდღე რაღაც საინტერესო ხდებოდა. რაც
შეეხება "ევროვიზიას", ძალიან მიხარია, ამ კონკუსრზე საქართველოს სახელით
პირველად მე რომ გავედი. სხვათა შორის, როცა იქ წავედი, უკვე ორსულად
ვიყავი.

www.allfile.do.am - internet files encyclopedia- თქვენს ოჯახზეც ვისაუბროთ...
-
იურმალიდან ჩამოსვლის შემდეგ გავთხოვდი, მერე გოგონა შემეძინა. მოკლედ,
ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უცებ შეიცვალა. ქეთევანი უკვე
ორწელიწად-ნახევრისაა. მიშა რუსეთში გავიცანი, მაგრამ იქ ყოფნისას ვერც
წარმოვიდგენდი, თუ ჩვენ შორის რაიმე სერიოზული მოხდებოდა. მალე მიშა
საქართველოში ჩამოვიდა და ერთ თვეში ჯვარი დავიწერეთ... დანარჩენს ჩემთვის
დავიტოვებ. პირადი ცხოვრების აფიშირება არ მიყვარს; არსებობს რაღაცები, რაც
გინდა, მხოლოდ შენი იყოს (იღიმის).

- პატარა ქეთევანს თუ აქვს სიმღერის ნიჭი?

-
კი, მღერის. სხვათა შორის, მინორული სიმღერები არ უყვარს, "იავნანაზეც" კი
ტირის, "ბაბილინას" ვერ უყურებს, ძილისპირულებს ვერ იტანს, რადგან გული
უჩუყდება ხოლმე. სამაგიეროდ, მხიარულ სიმღერებზე გიჟდება. სტუდიაში ბევრი
DVD გვაქვს და რომ ჩავრთავთ, ზის და უყურებს. ბობი მაკფერენი მოსწონს.
ვფიქრობ, გემოვნებიანი მსმენელი გაიზრდება.

- პატარის აღზრდაში ვინ გეხმარებათ?

-
საქართველოში შოუბიზნესი ისე არ არის განვითარებული, რომ ყოველდღიურად
დატვირთულები ვიყოთ. შეიძლება, 1 თვე "გადარბენები" მქონდეს, მეორე თვეში
კი უქმად ვიყო. ამიტომაც, ოჯახისა და საქმიანობის ერთმანეთთან შეთავსება არ
მიჭირს... ქეთევანის აღზრდაში ოჯახის ყველა წევრი მეხმარება. მეუბნებიან, -
შენი საქმე აკეთე და სხვა არაფერზე იდარდოო, მაგრამ მე არ მიყვარს, როცა
შვილს სხვა მიზრდის, ამიტომ, როგორც კი დროს ვიხელთებ, სახლში მივდივარ.
სხვათა შორის, ძიძაც მყავს.

- ერთგულ მსმენელს რაიმე სიურპრიზს ხომ არ უმზადებთ?
-
ამჟამად ჩემს სტუდიაში ვმუშაობ, სადაც ჭაბუკა ამირანაშვილის ერთი სიმღერა
ჩავწერე. ეს არის ჯაზის სტილში გაკეთებული კომპოზიცია, ოღონდ - "ლაითი" და
მხიარული. ბავშვობიდან მინდოდა, საქსოფონზე დაკვრა მესწავლა და ეს ოცნებაც
ავისრულე. ჰოდა, ახალ ნამუშევარში, სიმღერის პარალელურად, საქსოფონზეც
ვუკრავ. სხვათა შორის, ამ სიმღერის ქართული ტექსტი დეფის ანუ დავით
გოგიბედაშვილს ეკუთვნის, ინგლისური - ირაკლი ბერიძეს.

- ე.ი. ამ სიმღერის ორ ვარიანტს აკეთებთ?

- დიახ და უახლოეს თვეებში ქართულ ვარიანტზე კლიპსაც გადავიღებთ.

- სხვა ახალ სიმღერაზე თუ მუშაობთ?
- დიახ, ანუშკას 2-3 სიმღერაზე ვმუშაობ.

- საზღვარგარეთ თუ გაქვთ მიწვევები?
-
კი, ბოლოს მაგალითად, გერმანიასა და ისრაელში ვიყავი, სადაც სტადიონზე
ვიმღერეთ. სხვათა შორის, საქართველოდან ამ კონცერტზე მე, დუეტი "ჯორჯია",
ნინი შერმადინი და ნოდიკო ტატიშვილი ვიყავით მიწვეულები. და კიდევ, თვის
ბოლოს შეიძლება, კონცერტი ბათუმშიც გავმართოთ.

თამთა დადეშელი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)





























კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1756 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar