მთავარი » უბრალოდ ამბები
« 1 2 3 4 5 »
ყვარელში დღეს ილიაობას აღნიშნავენ
ილია ჭავჭავაძის დაბადების 173-ე იუბილეს ყვარელში დღეს აღნიშნავენ. როგორც  ყვარლის კულტურის სამსახურის უფროსმა მალხაზ მერსეზაშვილმა განაცხადა, საიუბილეო ღონისძიებების ძირითადი ნაწილი დღეს, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ბათუმში საავტორო სიმღერის ეროვნული კონკურსი გაიმართება
6-7 ნოემბერს ბათუმში საავტორო სიმღერის ეროვნული კონკურსი "სიმღერა ბათუმზე" გაიმართება. ბათუმზე გამოცხადებულ სიმღერის კონკურსში დაახლოებით 120 ავტორი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც ჟიური საუკეთესოებს გამოავლენს. კონკურსი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვაშალომიძის პატრონაჟით ტარდება. კონკურსი-ფესტივალი ორიენტირებულია ახალი სიმღერების შექმნაზე,
რომელიც ქალაქ ბათუმს მიეძღვნება.
საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკის კომპოზიტორსა და სიმღერის ავტორს შეუძლია. გამარჯვებული სიმღერის ავტორსა და შემსრულებელს ფულადი ჯილდო გადაეცემა. საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის კომპოზიტორს ანუ სიმღერების ავტორს, რომელიც თავად ირჩევს თავისი სიმღერის
შემსრულებელს ან შემსრულებლებს, სიმღერის ტექსტის ავტორს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


კარლო საკანდელიძეს სამშაბათს დაკრძალავენ
82 წლის ასაკში სახალხო არტისტი კარლო საკანდელიძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. "კავკასიური ცარცის წრე", "სამანიშვილის დედინაცვალი", "ყვარყვარე თუთაბერი" და კიდევ ათობით თეატრალური როლი. რუსთაველის თეატრის სცენაზე მან 61 წელი გაატარა. კარლო საკანდელიძეს 50-მდე კინოროლი და 80-მდე როლი თეატრში აქვს შესრულებული.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


უკანონო მაქინაციები Facebook-ში
მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელის Facebook-ის მომხმარებელთა მონაცემები სარეკლამო სააგენტოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal ავრცელებს, რომელმაც ამ საკითხთან
დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოა.
ჟურნალისტების ცნობით, სოციალური ქსელის ყველაზე პოპულარული აპლიკაციები მომხმარებლის ნებართვის გარეშე აგროვებდნენ მათ საიდენტიფიკაციო ნომრებს, რომლის საშუალებითაც  ქსელში გაწევრიანებული ადამიანების
პირად გვერდებზე შეღწევაა შესაძლებელი.
ამ დროისათვის ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული მონაცემები
იგზავნებოდა 25 სარეკლამო სააგენტოში.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ბეთჰოვენი ძაღლია, მიქელანჯელო ვირუსი (NotePad.Ge)
ბელოიტის კოლეჯის პირველ კურსელების აზრით ბეთჰოვენი უბრალოდ ძაღლია, ხოლო ჩეხოსლოვაკია რუკაზე არასდროს არსებობდა. სოციოლოგები ყოველდღე ატარებენ ცდებს სტუდენტებზე სხვადასხვა კითხვების მეშვეობით და არკვევენ მათი განათლების დონეს. დამკვირვებლები გაოცებულები დარჩნენ 1 კვირის წინ როდესაც ერთ-ერთმა სტუდენტმა მიქელანჯელო კომპიუტერულ ვირუსად ჩათვალა, ხოლო კლინტ ისთვუდი უბრალოდ რეჟისორი იყო და არასდროს უთამაშია ფილმებში.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


საქართველოში წვიმიანი ამინდი 19 ოქტომბრამდე შენარჩუნდება
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდი 19 ოქტომბრამდე შენარჩუნდება.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურში განუცხადეს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...





by:allfile


რომის პაპმა სარკოზის მეუღლეს ვატიკანში გამოჩენა აუკრძალა
რომის პაპმა საფრანგეთის პირველ ლედის ვატიკანში გამოჩენა აუკრძალა, - ამის შესახებ ამერიკული ჟურნალი "თაიმი" წერს.
8 ოქტომბერს, ვიდრე პაპი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდებოდა, ვატიკანმა საფრანგეთის ელჩს წერილი გადასცა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ "კარლა სარკოზი ვატიკანში არასასურველი სტუმარია".

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


"გამსახურდიებმა და არჩვაძეებმა დიდი შავი ხაზი გადამისვეს"
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ყოფილი
მეუღლე სოფო ჩიკვილაძე მეორედ გავიდა "სიმართლის დეტექტორზე",
 ოღონდ ამჯერად გაზეთ "ყველა სიახლის" ფურცლებზე... 6 თვის წინ სოფოს მეორე შვილი, ცოტნე, შეეძინა. როგორ მიდის სოფოს ცხოვრება ინტერვიუდან შეიტყობთ:

- თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ამჟამად არაფერს ვაკეთებ, ყველაფრისგან ვისვენებ. ცოტნეს მოვლაში დედა მეხმარება. პატარა ძალიან საყვარელი, მშვიდი,
ბუნჩულა ბავშვია - ადვილი გასაზრდელი.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ქუმარიტაშვილის დაღუპვა კანადის სასამართლო გამოძიებამ უბედურ შემთხვევად სცნო
კანადის სასამართლო გამოძიება მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეისწავლონ იმ საციგაო ტრასის სქემის გაუმჯობესების შესაძლებლობა, სადაც ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. ამის შესახებ ტელეკომპანია "ბი-ბი-სი" იუწყება.

ამასთან, გამომძიებლის დასკვნის მიხედვით, ადმინისტრაცია და მაშველები პროტოკოლის თანახმად მოქმედებდნენ და მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. ამდენად, ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული დაღუპვა კანადის სასამართლო
გამოძიებამ უბედურ შემთხვევად სცნო.

უბედური შემთხვევა ვანკუვერში 13 თებერვალს, ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


პირველი შოკოლადის გემი წყალში გაუშვეს
ფრანგმა კონდიტერმა ჟორჟ ლარნიკოლმა შოკოლადის გემი ააგო, რომლის სიგრძეც სამნახევარ მეტრს შეადგენს.
ხომალდი წყალში კეიპ-ბრეტონში, კანკარნოს პორტიდან გაუშვეს.

ინფორმაცია და ვიდეო იხილეთ სრულიადში...




by:allfile


დაჯილდოება პროფესიული სწავლების ცენტრში

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე `თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრს`ეწვია, სადაც წარმატებული კურსდამთავრებულები, სტუდენტები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ და მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. 

2007 წელს დაფუძნებული `თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი` პროფესიული სწავლების სახელობო-საგანმანათლებლო სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს. გარდა ამისა,  ცენტრში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებზე ფასიანი სწავლების ჯგუფებიც ფუნქციონერებს.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში..





by:Nikolozi


ტუნისში მატარებლების შეჯახებას 57 ადამიანი ემსხვერპლა
24 სექტემბერს საღამოს, ტუნისის დედაქალაქიდან 30 კმ-ში, სამგზავრო მატარებლების შეჯახებისას, ერთი ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა.

ავარიის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ შეჯახების ერთ-ერთი მიზეზი ძლიერი წვიმა და ცუდი ხილვადობა იყო.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


უსამა ბენ ლადენს მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ტიტული ჩამოართვეს
დასავლეთის სპეცსამსახურებმა ანვარ ალ-ავლაკის ძებნა გაააქტიურეს - ის ახლა "მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტია", მან ეს ტიტული უსამა ბენ ლადენს ჩამოართვა, იტყობინება "ИТАР-ТАСС"-ი.

სპეციალისტების შეფასებით, ალ-ავლაკი ახლა იმაზე უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ბენ ლადენი, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ იძულებული გახდა აქტიური საქმიანობისთვის თავი დაენებებინა და დამალულიყო.

39 წლის იემენელი ანვარ ალ-ავლაკი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ შედგენილ იმ პირთა სიაშია, რომლებიც ტერორისტული
საქმიანობის გამო იძებნებიან.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ინგა გრიგოლია, თაკო ფხაკაძე და ლელა კილაძე ”რუსთავი 2”-ზე ახალ გადაცემას ამზადებენ?!
ტელეკომპანია ”რუსთავი 2" მალე საზოგადეობას ახალ პროექტს შესთავაზებს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი გადაცემის პროდიუსერები გაზეთ ”პრაიმ-ტაიმის” მთავარი რედაქტორი თაკო ფხაკაძე, თბილისის საკრებულოს წევრი ინგა გრიგოლია და თბილისის მერის მეუღლე ლელა კილაძე იქნებიან.
გადაცემას ახალი სახე - რუსკა ჩაჩუა წაიყვანს.

პროექტის ფორმატის გარკვევა და ინფორმაციის გადამოწმება ”ამბები.გე”- მ თაკო ფხაკაძესთან სცადა.

დანარჩენი ინფორმაცია იხილეთ სრულიადში...




by:allfile