მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 30 » კარლო საკანდელიძეს სამშაბათს დაკრძალავენ
2:44 PM
კარლო საკანდელიძეს სამშაბათს დაკრძალავენ



82 წლის ასაკში სახალხო არტისტი კარლო საკანდელიძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. "კავკასიური ცარცის წრე", "სამანიშვილის დედინაცვალი", "ყვარყვარე თუთაბერი" და კიდევ ათობით თეატრალური როლი. რუსთაველის თეატრის სცენაზე მან 61 წელი გაატარა. კარლო საკანდელიძეს 50-მდე კინოროლი და 80-მდე როლი თეატრში აქვს შესრულებული.
მისი კინოკარიერა 1955 წელს დაიწყო, როდესაც იგი "მაგდანას ლურჯაში" გადაიღეს. მაშინ ამ ფილმმა "კანის" კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო აიღო.
შემდეგ იყო "დათა თუთაშხია" და საკანდელიძის როლი ნიკანდრო ქირია. კარლო საკანდელიძეს სამშაბათს დაკრძალავენ.































კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1050 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar