მთავარი » 2010 » სექტემბერი » 24 » ინგა გრიგოლია, თაკო ფხაკაძე და ლელა კილაძე ”რუსთავი 2”-ზე ახალ გადაცემას ამზადებენ?!
0:13 AM
ინგა გრიგოლია, თაკო ფხაკაძე და ლელა კილაძე ”რუსთავი 2”-ზე ახალ გადაცემას ამზადებენ?!



ტელეკომპანია ”რუსთავი 2" მალე საზოგადეობას ახალ პროექტს შესთავაზებს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი გადაცემის პროდიუსერები გაზეთ ”პრაიმ-ტაიმის” მთავარი რედაქტორი თაკო ფხაკაძე, თბილისის საკრებულოს წევრი ინგა გრიგოლია და თბილისის მერის მეუღლე ლელა კილაძე იქნებიან. გადაცემას ახალი სახე - რუსკა ჩაჩუა წაიყვანს.

პროექტის ფორმატის გარკვევა და ინფორმაციის გადამოწმება ”ამბები.გე”- მ თაკო ფხაკაძესთან სცადა.
- თაკო, არსებობს ინფორმაცია, რომ ტელევიზიაში, გადაცემის პროდიუსერად ბრუნდებით...

- ისეთი კარგი სამსახური მაქვს და ისე მომწონს ჩემი გაზეთი, რომ ეს აბსოლუტური სიცრუეა.

- ანუ ”რუსთვი 2”- ზე არავითარი ახალი პროექტი არ მზადდება, რომლის პროდიუსერიც თქვენ იქნებით?

- აი, თურმე რაზეა საუბარი... ეს იდეა ჯერ მხოლოდ მოლაპარაკების დონეზეა. არ არის ჩამოყალიბებული არანაირი გადაცემის სტრუქტურა. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ გაზეთ ”Prime Time”-ს თავისი სატელევიზიო გადაცემა ჰქონდეს. ეს არის გაზეთის ფორმატის გადაცემა, მაგრამ იდეა, როგორც გითხარით, მხოლოდ მოლაპარაკების დონეზეა. როგორც კი რაიმე არსებითი გამოჩნდება პირველი თქვენ შეგატყობინებთ.

- გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაცემის პროდიუსერები თქვენთან ერთად ინგა გრიგოლია და ლელა კილაძე იქნებიან....

- აბსოლუტური სიცრუეა. მე და ინგა ვსაუბრობდით ამ თემაზე და უბრალოდ განვიხილეთ იდეა. მას როგორც პოლიტიკოსს, არც ვიცი, აქვს თუ არა პროდიუსინგის უფლება. ლელა კი ამ თემასთან საერთოდ არაფერ შუაშია. ვინ "მიამიქსა" ეს ყველაფერი ერთმანეთს, არც ვიცი.

მარიამ სხილაძე 


































კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1285 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar