მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 5 » ქუმარიტაშვილის დაღუპვა კანადის სასამართლო გამოძიებამ უბედურ შემთხვევად სცნო
4:04 PM
ქუმარიტაშვილის დაღუპვა კანადის სასამართლო გამოძიებამ უბედურ შემთხვევად სცნო



კანადის სასამართლო გამოძიება მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეისწავლონ იმ საციგაო ტრასის სქემის გაუმჯობესების შესაძლებლობა, სადაც ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. ამის შესახებ ტელეკომპანია "ბი-ბი-სი" იუწყება.

ამასთან, გამომძიებლის დასკვნის მიხედვით, ადმინისტრაცია და მაშველები პროტოკოლის თანახმად მოქმედებდნენ და მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. ამდენად, ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული დაღუპვა კანადის სასამართლო გამოძიებამ უბედურ შემთხვევად სცნო.

უბედური შემთხვევა ვანკუვერში 13 თებერვალს, ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეასკდა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით არსებულ ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა.

ქართველ სპორტსმენს სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ ტრავმა სასიკვდილო აღმოჩნდა და 21 წლის ქართველი მოციგავე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
















კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1128 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar