მთავარი » 2010 » ნოემბერი » 6 » ბათუმში საავტორო სიმღერის ეროვნული კონკურსი გაიმართება
1:57 PM
ბათუმში საავტორო სიმღერის ეროვნული კონკურსი გაიმართება


6-7 ნოემბერს ბათუმში საავტორო სიმღერის ეროვნული კონკურსი "სიმღერა ბათუმზე" გაიმართება. ბათუმზე გამოცხადებულ სიმღერის კონკურსში დაახლოებით 120 ავტორი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც ჟიური საუკეთესოებს გამოავლენს. კონკურსი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვაშალომიძის პატრონაჟით ტარდება. კონკურსი-ფესტივალი ორიენტირებულია ახალი სიმღერების შექმნაზე, რომელიც ქალაქ ბათუმს მიეძღვნება.
საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკის კომპოზიტორსა და სიმღერის ავტორს შეუძლია. გამარჯვებული სიმღერის ავტორსა და შემსრულებელს ფულადი ჯილდო გადაეცემა. საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის კომპოზიტორს ანუ სიმღერების ავტორს, რომელიც თავად ირჩევს თავისი სიმღერის შემსრულებელს ან შემსრულებლებს, სიმღერის ტექსტის ავტორს.
კონკურისის I ტურის გავლის შედეგად (დახურული მოსმენა) არჩეულ იქნება 12 სიმღერა.
კონკურსის II ტური ჩატარდება 6 ნოემბერს ქ. ბათუმში. შესრულდება 12 სიმღერა ცოცხლად (შესრულებული სიმღერების თანმიმდევრობას განზღვრავს კენჭისყრა, რომელიც გაიმართება მოსმენის წინა დღეს).
III ტური - გალაკონცერტი შედგება 7 ნოემბერს ქ. ბათუმში და შესრულდება 6 საკონკურსო სიმღერა, საიდანაც გალაკონცერტის დასრულებისთანავე გამოვლინდება საპრიზო ადგილები.
ექვსივე სიმღერის ავტორი დაჯილდოვდება ლაურეატის დიპლომით, ხოლო სამი სიმღერა გაინაწილებს საპრიზო ადგილებს: გრან-პრი ანუ I ადგილი, II ადგილი და III ადგილი.
დასკვნით გალაკონცერტზე სიმღერები სრულდება აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის და ინსტრუმენტული ბენდის თანხლებით. გამარჯვებული სიმღერის დასახელების შემდეგ გამარჯვებული სიმღერა სრულდება კიდევ ერთხელ.
იმავდროულად, კონკურსის ორგკომიტეტი იტოვებს უფლებას წარმოდგენილი მასალის გამოყენებით გამოსცეს აუდიოალბომი, ვიდეოალბომი და სანოტო კრებული, რაზედაც სიმღერის, ტექსტის, არანჟირების ავტორებსა და შემსრულებლებს არ მიეცემათ საავტორო ჰონორარი.
გამარჯვებული სიმღერა (გრან-პრი) ჯილდოვდება გრან-პრის ქანდაკებით და ფულადი პრემიით 5000 ლარის ოდენობით. გამარჯვებული სიმღერის შემსრულებელს (სოლომომღერალს ან ანსამბლს) გადაეცემა შესაბამისი დიპლომი და 2500 ლარი, სიტყვების ავტორს დიპლომი და 2500 ლარი.
კონკურსის ჟიურის წევრთა ვინაობა საჯარო მხოლოდ II ტურის დღეს გახდება. I ტურის დახურული მოსმენის დროს ჟიურის წევრების ვინაობა  გასაიდუმლოებული იქნება. 7-წევრიანი ჟიური დაკომპლექტდება კომპოზიტორების, მომღერლების, მსახიობების, პოეტების, პროდიუსერებისა და მუსიკისმცოდნეებისგან.
























კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1108 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar