მთავარი » 2010 » ნოემბერი » 7 » ყვარელში დღეს ილიაობას აღნიშნავენ
12:32 PM
ყვარელში დღეს ილიაობას აღნიშნავენ


ილია ჭავჭავაძის დაბადების 173-ე იუბილეს ყვარელში დღეს აღნიშნავენ. როგორც  ყვარლის კულტურის სამსახურის უფროსმა მალხაზ მერსეზაშვილმა განაცხადა, საიუბილეო ღონისძიებების ძირითადი ნაწილი დღეს, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება.
მისივე ინფორმაციით, იუბილესთან დაკავშირებით, 12.00 საათზე, სახლ-მუზეუმში კახეთის ფოლკლორული ანსამბლებისა და სხვა შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართება. მოგვიანებით ყვარლის ციხის ეზოში, სპეციალურად დადგმულ ფაცხებში, კახეთისთვის დამახასიათებელი სუფრა გაიშლება, იქვე გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები.
სახალხო ზეიმის შემდეგ სახლ-მუზეუმში რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრების მსახიობები ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებზე შექმნილი პიესეიდან ნაწყვეტებს შეასრულებენ, დღის ბოლოს კი ყვარლის ცენტრში ქართველი შემსრულებლები კონცერტს გამართავენ.
საიუბილეო ღონისძიებები 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესაც გაგრძელდება. ყვარლის კულტურის სამსახურის უფროსის თქმით, ილიაობას ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.





















კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1200 | დაამატა: allfile | ტეგები: edu.chavchavadze.ge, iia chavvhavadze, onlinenews.ge, iliaoba, dgesaswauli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar