გინესის რეკორდების წიგნში ორიგინალური რეკორდი დაარეგისტრირეს - ფრანცისკო დომინგო ჟოაკიმს მსოფლიოში ყველაზე დიდი პირი აქვს, მისი სიგანე 16,5 სმ-ია.
20 წლის ანგოლელს უჩვეულო შესაძლებლობები აღმოაჩნდა - პირში კოკა-კოლას თუნუქის ქილა ეტევა. ქილის მოცულობა 330 მლ-ლიტრს შეადგენს. ფრანცისკოს პირი ყველა მიმართულებით თანაბრად იწელება.
ჟოაკიმი იტალიურ ტელე-შოუში მიიწვიეს, სადაც მან მაყურებელი არაორდინალური ნომრით გააოცა - კოკა-კოლას თუნუქის ქილა ჟოაკიმმა ერთ წუთში 14-ჯერ ჩაიდო პირში.
როცა ჟოაკიმი 2011 წლის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, განაცხადა, რომ "მისი ოცნება ასრულდა" და ძალიან ბედნიერია.