მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 30 » როგორ იქმნება ანჯელინა ჯოლის ვარსკვლავური იმიჯი?
8:27 PM
როგორ იქმნება ანჯელინა ჯოლის ვარსკვლავური იმიჯი?

www.allfile.do.am - internet files encyclopediaფერები

ფერების
მიმართ ანჯელინა ჯოლი მინიმალიზმის მკაცრ პოლიტიკას ინარჩუნებს და
ყოველთვის შავ, ან ხორცისფერ ლაკონიურ ტანისამოსს ანიჭებს უპირატესობას.
გარდა ამისა, მის გარდერობში მრავალი მელნისფერი, ცისფერი და წითელი
ტანისამოსია.

სპორტი

"კიკბოქსინგისგან
მიღებული სიამოვნება სიძლიერით მხოლოდ დედობას შეედრება", - ასე მსახიობი
თავისი სპორტული მისწრაფების შესახებ საუბრობს. სპორტით ანჯელინა კვირაში
ოთხჯერ არის დაკავებული. მისი ფიტნეს-პროგრამა აზიდვებს, ხტომას და ჭიმვას
მოიცავს. მსახიობი იოგას მეთოდით რეგულარულად ვარჯიშობს და ვარჯიშს
გადაღებების დროსაც კი არ აცდენს.

ფეხსაცმელი

საღამოს
კაბებისთვის ანჯელინა ხშირად ხორცისფერ ფეხსაცმელს არჩევს. ასეთი ფერის
ფეხსაცმელი თანაბრად უხდება სხვადასხვა ფერის ტანისამოსს და ფეხსაც
ვიზუალურად უფრო მაღალს აჩენს.

www.allfile.do.am - internet files encyclopediaჯანმრთელობა

მრავალშვილიანი
დედა საკუთარ ჯანმრთელობაზე საგულდაგულოდ ზრუნავს, ჯანსაღად იკვებება,
სპორტს მისდევს და იმუნიტეტის შენარჩუნებას ვიტამინებით ცდილობს. ამ
ყველაფრის წყალობით, ის ძლიერ დატვირთვას უძლებს, რაც ხშირ მოგზაურობას,
გადაღებებსა და ბავშვების მოვლას უკავშირდება.

იდეალური კანი

მსახიობი
დეკორატიულ კოსმეტიკას მინიმალურად იყენებს და ისეთ საშუალებებს ანიჭებს
უპირატესობას, რომლებიც კანის ფორებს ნაკლებად აზიანებს.

www.allfile.do.am - internet files encyclopediaტუჩები

საოცარია,
მაგრამ ანჯელინას ვიზაჟისტები მაკიაჟის კეთების დროს ცდილობენ, რომ
მსახიობის ტუჩები ნაკლებად თვალშისაცემი იყოს. ამის გამო, ყველაზე ხშირად
მას ნეიტრალური ტონალობის გამჭვირვალე პომადა უსვია.

მინიმალიზმი


"შავი
კაბა ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩემი ტატუს შესახებ მან ყველაფერი იცის,
მაგრამ არავის აჩვენებს", - აღნიშნავს ანჯელინა. მუქი ფერის სამოსი მას
ძალიან უყვარს. ასეთი სამოსი ყურადღებას ნაკლებად იპყრობს და მსახიობის
ბრწყინვალე გარეგნობას უსვამს ხაზს.

თმა

ანჯელინა
ბუნებრივ თმას ანიჭებს უპირატესობას და თუ იღებავს, ყოველთვის ნატურალურ
ფერებს არჩევს, ან სპეციალურად შავი თმისთვის შექმნილ შამპუნებს ხმარობს.

კაბები


მსახიობი
ბრჭყვიალა აქსესუარების გარეშე ერთი ფერის სადა კაბებს ირჩევს. ანჯელინას
გარდერობში მრავალი ისეთი კაბაა, რომელიც ავანგარდული ხელოვნების ნიმუშია.

მომზადებულია heat.ru-ს მიხედვით.





















კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1714 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar