მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 30 » REUTERS: მერაბიშვილის უწყებამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 20 ადამიანი დააკავა
1:56 PM
REUTERS: მერაბიშვილის უწყებამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 20 ადამიანი დააკავა



საქართველოს შსს თანამშრომლებმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 20 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობილი ხდება ასევე ის ფაქტიც, რომ ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. წინასწარი გამოძიებით, დაკავებულები საიდუმლო ინფორმაციას ოფიციალურ მოსკოვს აწვდიდნენ.
ამ დროისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა აღნიშნულ თემაზე საუბარი არ ისურვა.
ასევე უკომენტაროდ ტოვებს ინფორმაციას ოფიციალური მოსკოვიც.
































კატეგორია: სამართალი | ნანახია: 1189 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar