მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 29 » Hollow Earth
7:50 PM
Hollow Earth

Hollow earth

ჰიპოთეზა დედამიწის ცენტრში არსებული ცივილიზაციის შესახებ ძლიერი კონტრარგუმენტების გამოყენებით იქნა უარყოფილი სამეცნიერო წრეების მიერ დაახლოებით 18 საუკუნის ბოლოს. მიუხედავად ამისა ეს თემა მაინც აქტუალურია და ხშირად გამოიყენება სხვადასხვა სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწარმოებებისა და ვიდეოთამაშების სიუჟეტად. თეორიის მიმდევრები თვლიან რომ დედამიწის სხვადასხვა ადგილებში განლაგებულია მღვიმეები რომლებიც საშუალებას გვაძლევენ დედამიწის უფრო ქვედა დონეებზე ჩავიდეთ. მათი მტკიცებით
2 ყველაზე დიდი ჩასასვლელი არის დედამიწის პოლუსებზე, ერთი
რამდენიმე კილომეტრის სისქის ყინულითაა დაფარული ხოლო მეორე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ფსკერზეა. თუმცა ჩასასვლელთა რაოდენომა სულაც არ არის 2, არამედ ისინი დედამწის მთელს ზედაპირზე არიან გაბნეული მათ შორის ერთერთი მათგანი საქართველოს ტერიტორიაზე ხვამლის მთის მიდამოებშია აღმოჩენილი თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა საჭირო დონის ექპედიციის დაგეგმვა და განხორციელება. ადგილობრივები ყვებიან რომ ხვამლის მთა ზებუნებრივი თვისებებითაა გამორჩეული, რომ რაც უფრო უახლოვდებიან ადამიანები გამოქვაბულებს მით უფრო ეცვლებათ აზროვნება და სამყაროს სრულიად სხვაგვარად აღიქვამენ.
Hollow earth კონცეფცია მრავალ საინტერესო თეორიას მოიცავს, მათ შორის ყველაზე საინტერესოა ის რომ მრავალ რელიგიაში მოხსენებული ღმერთის სამეფო (ქრისტიანთათვის სამოთხე) სწორედ დედამიწის შიგნით არის განლაგებული. ძველბერძნებს კი სჯეროდათ რომ დედამიწის ცენტრში ჰადესი მბრძანებლობდა რომელიც მიცვალებულთა ღმერთი იყო.

რა თქმა უნდა არც მეცნიერები დამჯდარან გულგრილად, ისინი შეუდგნენ მოცემული ჰიპოტეზის კვლევას და რამდენიმე მათგანმა საკუთარი კვლევის საკმაოდ საინტერესო შედეგი შემოგვთავაზა: მაგალითად ედმონდ ჰელლიმ 1692 წელს წარმოადგინა საკუთარი მოსაზრება დედამიწის აგებულებაზე,
მან განაცხადა რომ დედამიწა ხახვის მსგავსად შედგებოდა სხვადასხვა შრეებისაგან და თითოეული შრე სხვა და სხვა ცივილიზაციით იყო დასახლებული. მისი მტკიცებით დედამიწის ყველაზე უფრო გარეთ მდებარე შრე (ანუ სადაც ადამიენები ცხოვრობენ) იყო 800 კმ სისქის. იგი თვლიდა რომ დედამიწის თითოეულ შრეს საკუთარი მაგნიტური პოლუსები ჰქონდა და უფრო მეტიც განსხვავებული სიჩქარით ბრუნავდნენ.

Hollow earth



ლეონარდ ეილერის თეორია ამ საკითხზე წააკავდა ჰელლის მოსაზრებას იმ განსხვავებით რომ ეილერის აზრით დედამიწას ჰქონდა 1300 კმ სისქის ღრუ სფეროს ფორმა რომლის შიგნითაც მოქცეული იყო შიდა სამყაროს მზე.

მიუხედავად იმისა რომ თეორია უარყოფილ იქნა მას პოპულარობა მაინც არ დაუკარგავს: მაგალითად ნაცისტური გერმანია აქტიურად იკვლევდა ამ საკითხს და ზოგიერთი ადამიანის მტკიცებით ჰიტლერის ბრძანებით ანტარქტიდაზე მოეწყო ექპედიცია რომელმაც წარმატებით ჩაიარა, რის გამოც გერმანელებმა იმ დროისთვის ბევრად მაღალი დონის ტექნოლოგიის შესახებ შეიტყვეს, როგორებიცაა მაგალითად ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტა, (როგრც ვიცით გერმანია ამ ტექნოლოგიებზე იმ დროს მუშაობდა როდესაც ამერიკელებს და რუსებს წარმოდგენაც არ ჰქონდად რომ მსგავსი რამის შექმნა შეიძლებოდა :D )

ყველაზე უცნაური და შემაძრწუნებელი რამ კი მაინც ისაა რომ ეს თეორია ნელ ნელა იკიდებს ფეხს, მთვარეზე მიმდინარე ექპერიმენტებისა და ხოლამდების დაჯდომის დროს მთვარიდან არაერთხელ დაფიქსირდა უცნაური ვიბრაცია, რაც საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ რომ თავად მთვარეც ცარიელია შიგნიდან,
ასევე არსებობს კიდევ ერთი ჰიპოთეზაც რომელის შესახებ ინფორმაცია სასკიტადაა გასაიდუმლოებული, როგორც ვიცით მთვარეზე ადამიანმა ფეხი 1969 წელს დადგა, მაგრამ მას შემდეგ საკმაოდ მალე შეწყდა ფრენები მთვარის მიმართულებით,რატომ?
საკმაოდ ბევრი ადამიანი თვლის რომ მთვარე უკვე დაკავებულია და ადამიანებს უბრალოდ არ მისცეს უფლება იქ კიდევ მიფრენის თუმცა ამის შესახებ სიმართლის გაგება ჯერჯერობით ალბათ შეუძლებელია.





























კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1392 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar