მთავარი » 2010»ოქტომბერი»29 » ბრიტანელმა მხატვარმა დედამთილის პორტრეტი პურის ნაჭრებისგან ააწყო
7:29 PM
ბრიტანელმა მხატვარმა დედამთილის პორტრეტი პურის ნაჭრებისგან ააწყო
ბრიტანელმა მხატვარმა და მუზეუმის
კურატორმა ლორა ჰედლენდმა დედამთილის მოზაიკური პორტრეტი პურის ნაჭრებისგან
ააწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული The Daily Telegraph
ავრცელებს. აღნიშნული
ხელოვნების ნიმუშის შექმნას მხატვარმა 6 საათი მოანდომა. მოზაიკური ნახატის
აწყობაში მას 20 ადამიანი ეხმარებოდა. ექსპონატისთვის გამოყენებული იქნა 9
ათას 852 ნაჭერი პური. 27 წლის
მხატვარის თქმით, მოზაიკა დედამთილის იუბილეს აღსანიშნავად შექმნა. ამ
დროისთვის იუბილარმა საჩუქარი სათანადოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ ნახატმა
მასზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა. „ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო საჩუქარია"- აღნიშნა იუბილარმა. ცნობილი
ხდება ასევე ის ფაქტიც, რომ მოზაიკა გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს,
როგორც პურისგან შექმნილი ყველაზე დიდი ხელოვნების ნიმუში. The Daily
Telegraph-ის ცნობით, მოზაიკა 128 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.