მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 29 » Apple-მა კვლავ გადადო თეთრი iPhone 4-ის გამოშვება
3:32 PM
Apple-მა კვლავ გადადო თეთრი iPhone 4-ის გამოშვება



კომპანია Apple-მა ისევ გადადო ბაზარზე სმართფონის თეთრი მოდელის iPhone 4-ის გამოშვება, იუწყება Reuters, კომპანიის წარმომადგენლის ტრუდი მიულერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით. ამასთან, მიულერმა უარი თქვა დაეზუსტებინა თუ რა გახდა სამართფონების გამოშვების თარიღის გადავადების მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ Apple-მა  iPhone–ის ბოლო თაობის სმართფონი ივნისში წარმოადგინა. იმავე თვეს კომპანიამ შავი კორპუსის მქონე iPhone 4–ის გაყიდვა დაიწყო.
თეთრი კორპუსის მქონე iPhone 4–ის მოდელის გაყიდვა 2010 წლის ივლისში იგეგმებოდა. შემდეგ, კომპანიამ ამ მოდელის წარმოებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, თეთრი iPhone 4–ის გამოშვება წლის ბოლოსთვის გადაავადა.


















კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1136 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar