მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 29 » მთიან აჭარაში ყველა სეზონზე გათვლილი სამთო კურორტი ამოქმედდება
3:12 PM
მთიან აჭარაში ყველა სეზონზე გათვლილი სამთო კურორტი ამოქმედდება


2011 წლის ზაფხულიდან მთიან აჭარაში ყველა სეზონზე გათვლილი სამთო კურორტი ამოქმედდება. აჭარის ავტონომიური ხელისუფლების განცხადებით, სამთო კურორტი აჭარაში, შუახევის რაიონის სოფელ გომარდულში, ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე აშენდება.
"სამთო კურორტი საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს და ავსტრიის სამთო კურორტებზე ნაკლები არ იქნება. პროექტის თანხმად, ზღვის დონიდან 1300 მტრის სიმაღლეზე ერთიანი კომპლექსი აშენდება, რომლის შემადგნლობაში გასართობი და სარეაბილიტაციო ცენტრი და  ასევე საქართველოში პირველი "ექსტრემალური პარკი" იქნება", - აცხადებენ აჭარის მთავრობაში და იმედოვნებენ, რომ ახალი სამთო კურორტი აჭარაში "საოჯახო ტურიზმის" განვითარებას ხელს შეუწყობს.
რაც შეეხება პროე ქტის ღირებულებას, დეველოპერული კომპანია "არსის" პროექტების დირექტორის გელა ვასაძის განცხადებით, გომარდულის ტურისტული  განვითარების პროექტის მთლიანი ღირებულება 2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 
"პროექტი რამედენიმე ეტაპისგან შედგება. სიმბოლურია, რომ პირველ ეტაპზე გომარდულში პირველ 5 კოტეჯს, რესტორანს, მინი-სტადიონს და ექსტრემალურ პარკს გომარდულის მკვიდრი სამი ბიზნესმენი ააშენებს, თუმცა მათი ვინაობის დასხელებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა ვასაძემ და დასძინა, რომ პროექტი ნებისმიერი ინვესტორისთვის ღიაა.
მისივე თქმით, სამთო კურორტის სრულად ამოქმედების შემთხვევაში, ერთდროულად დასვენება  2000-მდე ტურისტს შეეძლება.
ცნობისთვის, გომარდულის ტურსიტული განვითარების პროექტის კონცეფცია სტუდია "არსმა" შეიმუშავა.
სამთო კურორტი ტურისტების მიღებას სავარუდოდ,  მომავალი წლის ზაფხულიდან შეძლებს.
























კატეგორია: ტურისტები საქართველოში | ნანახია: 1335 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar